დღეს - 01 ოქტ
სტარტი
ქოპირაითინგისა და ბლოგინგის სტაჟიორი
თბილისი, დიდუბე, ა.წერეთლის გამზ.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
კოპირაითინგი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: ნაწილობრივი განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): სტუდენტებისთვის სწავლების დაფინანსება/ხელშეწყობა,ბონუსები და წახალისება,კორპორატიული ღონისძიებების აღნიშვნა,ჯანმრთელობის დაზღვევა,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი, დოქტორი, მაგისტრი, სხვა
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული
Zoommer-ის მარკეტინგის გუნდში ვეძებთ ადამიანს, რომელიც შემოგვიერთდება ქოპირაითინგისა და ბლოგინგის სტაჟიორის პოზიციაზე.
ჩვენს შესახებ:
თუ გიყვარს სიტყვებით თამაში, შეგიძლია რთული თემები მარტივ, საინტერესო ისტორიებად აქციო და გსურს მიიღო რეალური გამოცდილება მარკეტინგსა და კონტენტ მენეჯმენტში შეგიძლია გამოიყენო ეს შესაძლებლობა ზუმერში.
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი / ჰიბრიდული (შეთავსებადია სწავლასთან)
სტაჟირება მაქსიმუმ 6 თვე ანაზღაურებადი
ძირითადი მოვალეობები:
ჩვენს შესახებ:
თუ გიყვარს სიტყვებით თამაში, შეგიძლია რთული თემები მარტივ, საინტერესო ისტორიებად აქციო და გსურს მიიღო რეალური გამოცდილება მარკეტინგსა და კონტენტ მენეჯმენტში შეგიძლია გამოიყენო ეს შესაძლებლობა ზუმერში.
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი / ჰიბრიდული (შეთავსებადია სწავლასთან)
სტაჟირება მაქსიმუმ 6 თვე ანაზღაურებადი
ძირითადი მოვალეობები:
- ბრენდის ტონალობის (Tone of Voice) მორგებით ბლოგ-პოსტებისა და სტატიების წერა;
- სხვადასხვა თემაზე მასალების მოძიება და სრულიად ახალი, ორიგინალური სტატიების შექმნა ნულიდან;
- ინგლისურენოვანი სტატიებისა და რესურსების გამართულად თარგმნა/ადაპტირება ქართულად და პირიქით;
- არსებული ტექსტების რედაქტირება და გამართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აქტიური სტუდენტის სტატუსი, უპირატესობა მიენიჭება ჟურნალისტიკის, მარკეტინგის, ფილოლოგიის მომიჯნავე სფეროს სტუდენტებს;
- ქართული ენის სრულყოფილი, გრამატიკულად და სტილისტურად გამართული ფლობა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა [წერა/თარგმნა];
- ბრენდის ხასიათის ათვისებისა და ტექსტის შესაბამისად მორგების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და კვლევის [Research] უნარი.
რას გთავაზობთ:
- რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას გამოცდილ გუნდთან ერთად;
- მოქნილ გრაფიკს, რომელიც მარტივად ეთავსება უნივერსიტეტის ცხრილს;
- პროფესიულ ზრდასა და პორტფოლიოს გამდიდრებას;
- სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ დასაქმების პერსპექტივას.
- დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/jly5Dz2QHT
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
კოპირაითინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

