შემდეგი
დღეს - 01 ოქტ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
კლინიკური კვლევა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა კოორდინირება - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1275
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სამედიცინო
კლინიკური კვლევა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვაკოორდინირება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, საშუალო განათლება
- ენები: ქართული
„კავკასიის მედიცინის ცენტრი“ JCI აკრედიტაციის მქონე, მულტიპროფილური, წამყვანი რეფერალური ჰოსპიტალი რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: კლინიკური კვლევების კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, პეტრე ქავთარაძის #23
გრაფიკი: 8 სთ-კვირაში 5 სამ. დღე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
პიროვნული უნარ-ჩვევები:
ანაზღაურება: (ფიქსირებული) 1,275.00 ლარი (დარიცხული) + ცვლადი ხელფასი
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: კლინიკური კვლევების კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, პეტრე ქავთარაძის #23
გრაფიკი: 8 სთ-კვირაში 5 სამ. დღე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველი კლინიკური კვლევების სფეროში მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია უმაღლესი განათლება მედიცინის, ფარმაციის, საექთნო საქმის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ბიოლოგიის ან მონათესავე მიმართულებით;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლინიკური კვლევების დაგეგმვის, ორგანიზებისა და ყოველდღიური პროცესების კოორდინაცია კვლევის პროტოკოლის შესაბამისად;
- კვლევის მონაწილეების იდენტიფიცირების, წინასწარი შეფასების (screening), ჩართულობისა და კვლევაში მონაწილეობის პროცესის კოორდინაცია;
- კვლევის მონაწილეებთან კომუნიკაცია, ვიზიტების დაგეგმვა და კვლევის პროცედურების დროულად განხორციელების უზრუნველყოფა;
- კვლევის მონაწილეებისგან ინფორმირებული თანხმობის (Informed Consent) მიღების პროცესის ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- კვლევის პროტოკოლის, ICH-GCP-ის, ადგილობრივი რეგულაციებისა და კვლევის ფარგლებში განსაზღვრული SOP-ების მოთხოვნების დაცვა;
- კვლევის მონაწილეების სამედიცინო და კვლევითი დოკუმენტაციის წარმოება და მართვა;
- კვლევასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, გადამოწმება, დოკუმენტირება და შესაბამის ელექტრონულ/კვლევით სისტემებში (eCRF/EDC) დროული შეყვანა;
- კვლევის ფარგლებში ჩატარებული პროცედურების, ლაბორატორიული და სხვა კვლევების შედეგების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;
- კვლევასთან დაკავშირებული დოკუმენტების კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
- კვლევის პროტოკოლიდან შესაძლო გადახრების (Protocol Deviations) დროული იდენტიფიცირება, დოკუმენტირება და შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
- კვლევის ვადების, მონაწილეთა ვიზიტების, კვლევითი პროცედურებისა და შესაბამისი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;
- კვლევის მიმდინარეობასთან დაკავშირებული პერიოდული ანგარიშებისა და სტატუს-რეპორტების მომზადება;
- კვლევის ფარგლებში საჭირო მედიკამენტების, ბიოლოგიური ნიმუშების, ლაბორატორიული მასალებისა და სხვა რესურსების მართვის პროცესის კოორდინაცია;
- კვლევის დასრულების/დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება: (ფიქსირებული) 1,275.00 ლარი (დარიცხული) + ცვლადი ხელფასი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
სამედიცინო
კლინიკური კვლევა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
კოორდინირება
ნახვები
უნიკალური ნახვები