დღეს - 02 ოქტ
სტანდარტი
ავტონაწილების კონსულტანტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@gsmmotors.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ავტო-მოტო
სხვა გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სატრანსპორტო საშუალებები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ავტო-მოტო
სხვა გაყიდვებიგაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სატრანსპორტო საშუალებები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
- ტექნიკური უნარები: Microsoft Excel
კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ავტონაწილების კონსულტანტი
პოზიციის შესახებ
ავტოსერვისიდან შემოსული დეფექტური აქტის საფუძველზე საჭირო ავტონაწილების იდენტიფიცირება,
ავტოსერვისიდან შემოსული დეფექტური აქტის საფუძველზე საჭირო ავტონაწილების იდენტიფიცირება,
საწყობის ნაშთის გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში ნაწილის ადგილობრივ ბაზარზე მოძიებისა და შესყიდვის ორგანიზება.
შესასრულებელი სამუშაო
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შესასრულებელი სამუშაო
- ავტოსერვისიდან შემოსული მოთხოვნის მიღება და დამუშავება;
- კატალოგში VIN კოდის მიხედვით საჭირო დეტალის შესაბამისი OEM კოდის იდენტიფიცირება და შესაბამისი ანალოგის შერჩევა;
- საწყობის პროგრამაში ნაწილისა და ნაშთის გადამოწმება და არსებულის შემთხვევაში საწყობში ნაწილის პროგრამულად გამოწერა;
- საჭირო ნაწილის არარსებობის შემთხვევაში, ადგილობრივ ბაზარზე მოძიება და შესყიდვის ორგანიზება;
- გეგმის მიხედვით განსაზღვრული შესყიდვების წარმოება და ბიუჯეტის კონტროლი;
- მომწოდებლების მოძიება, მომწოდებლების შერჩევა და სხვადასხვა დასახელების საქონლის/მომსახურების კომპანიისათვის საუკეთესო პირობებით შესყიდვა; მიღებული ნაწილის შესაბამისობის გადამოწმება;
- მოთხოვნილი ნაწილის ობიექტზე ან ადგილზე მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
- შესყიდვებთან დაკავშირებული საბუთების მოწესრიგება/შენახვა, მათ შორის ელექტრონული ვერსიების შენახვა - დაარქივება;
- მიღებული პროდუქციის ზედნადებების დადასტურება, პროგრამაში მიღება და ასახვა;
- მიღებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
- სხვა ნებისმიერი დავალება დელეგირებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც შესაძლებელია არ იყოს აღწერილი აღნიშნულ დოკუმენტში, თუმცა გამომდინარეობდეს აღნიშნული პოზიციის სპეციფიკიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
- რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად)
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@gsmmotors.ge
რეზიუმის გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ავტო-მოტო
სხვა
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
