დღეს - 17 სექ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი (CRM) საბანკო მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სმენური გრაფიკი – ღამის ცვლა
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1205(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
საქართველოს ბანკის კონტაქტ ცენტრში მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე ვაცხადებთ ვაკანსიას. ქ. თბილისში.
სამუშაო საათები: საღამოს ცვლა 16:00 საათიდან - 12:00 საათამდე
რას ვსაქმიანობთ ჩვენ?
მომხმარებლებს სატელეფონო და დისტანციური საკომუნიკაციო არხებით ვემსახურებით უწყვეტ რეჟიმში, ვუწევთ კონსულტაციას, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებს და საჭიროების შემთხვევაში ვახორციელებთ საბანკო ოპერაციებს.
ჩვენ გთავაზობთ:
- საბანკო პროდუქტების, პროცედურების და მომხმარებელთან ურთიერთობის თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
- მოქნილ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს (დარიცხული 1205 (-20%))+ ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);
- მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გარემოს;
- კარიერულ განვითარებას საქართველოს ბანკის მასშტაბით.
ჩვენთან მოგეწონება, თუ:
საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოეხმაუროთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/momxmarebelta-mxardacheris-menejeri-sagamos-cvla-tbilisi-TEkCxN?source=Hr.ge
- გამოტივირებს სხვების დახმარება და მათთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა;
- თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მრავალფეროვან გარემოში;
- ხარ კომუნიკაბელური, ღია და კეთილგანწყობილი;
- ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
- გსურს საბანკო საქმიანობის გაცნობა და განვითარება საქართველოს ბანკის მასშტაბით;
- საბაზისო დონეზე ფლობ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.
საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოეხმაუროთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/momxmarebelta-mxardacheris-menejeri-sagamos-cvla-tbilisi-TEkCxN?source=Hr.ge
შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 16 სექტემბერი, 2026.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი (CRM)
საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

