ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
სს "არგო" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის თანამდებობაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.argo.ge
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილო, ლოჭინის ხევი.
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი.
ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბიუჯეტით დადგენილი გაყიდვების გეგმის, მომგებიანობის უზრუნველყოფა;
- არსებულ ექსპორტიორ კომპანიებთან თანამშრომლობა;
- ახალი ბაზრების (ექსპორტიორი კომპანიების) ათვისება;
- პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და შეკვეთის მიღება;
- შეკვეთების დამუშავება;
- ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის დეპარტამენტში დროული მიწოდება;
- შეკვეთების სრული ციკლის მონიტორინგი და კომპანიაში დადგენილი ვადების მიხედვით შესრულების კონტროლი;
- ექსპორტის მიმართულებით გაყიდვების მართვა და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა;
- გაყიდვებისა და მარკეტინგული გეგმის შემუშავება/განხორციელება;
- პერიოდული რეპორტინგი მენეჯმენტთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- კომუნიკაბელურობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ინფორმაციის მიღება-დამუშავების უნარი;
- დოკუმენტბრუნვის წარმოების ცოდნა;
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (სავალდებულოა);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ექსპორტთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციის წარდგენისა და მოლაპარაკების ეფექტური წარმოების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
თქვენს მიერ მოწოდებული რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია არგოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ექსპორტის მენეჯერი".
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591 70 00 04
გისურვებთ წარმატებას!
