შემდეგი
31 აგვ - 29 სექ
გაყიდვების სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruitment@boundsolutions.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა, გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები
საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება -1 წლიდან
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ინგლისური
IT Connect აცხადებს ვაკანსაის გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)
მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
ძირითადი მოვალეობები:
- shop.itconnect.ge-ზე განთავსებული პროდუქციის აქტიური გაყიდვა და მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა;
- ახალი B2B მომხმარებლების მოძიება და კომპანიებთან პირველადი კომუნიკაციის დამყარება;
- პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან სატელეფონო, ელ. ფოსტითა და სხვა საკომუნიკაციო არხებით ეფექტური კომუნიკაციის წარმოება;
- არსებული მომხმარებლების ბაზის რეგულარული დამუშავება, განვითარება და ურთიერთობის შენარჩუნება;
- მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის ან სერვისის შეთავაზება;
- კომპანიებისთვის კომერციული შეთავაზებების მომზადება, გაგზავნა და შემდგომი Follow-up კომუნიკაციის წარმოება;
- გაყიდვების პროცესის სრული მართვა - პირველი კონტაქტიდან შეკვეთის წარმატებით დასრულებამდე;
- ცივი და თბილი ლიდების დამუშავება, კვალიფიცირება და გაყიდვების პროცესში გადაყვანა;
- კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მიზნობრივი ელ. ფოსტის კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
- პოტენციური მომხმარებლების სეგმენტირება პროდუქტების, ინტერესებისა და მიმდინარე შეთავაზებების მიხედვით;
- ახალი პროდუქტების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების კომუნიკაცია არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან;
- Cross-sell და Upsell შესაძლებლობების იდენტიფიცირება და გამოყენება გაყიდვების ზრდის მიზნით;
- მოთხოვნილი პროდუქტის მიუწვდომლობის შემთხვევაში მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება;
- ონლაინ მაღაზიიდან, სატელეფონო ზარებიდან და ელ. ფოსტიდან შემოსული შეკვეთებისა და მოთხოვნების დროული დამუშავება;
- პროდუქციის ფასების, მარაგებისა და მიწოდების პირობების დაზუსტება მომხმარებლისთვის;
- საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებთან კოორდინაცია პროდუქციის ხელმისაწვდომობისა და შეკვეთების დეტალების დასაზუსტებლად;
- მომხმარებლების, ლიდებისა და გაყიდვების სტატუსების CRM-ში ან შესაბამის სისტემაში აღრიცხვა და განახლება;
- გაყიდვების შედეგების პერიოდული ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
- ინდივიდუალური გაყიდვების გეგმისა (Sales Target) და განსაზღვრული KPI-ების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
- გაყიდვების სფეროში, სასურველია B2B მიმართულებით, მუშაობის გამოცდილება;
- ტექნოლოგიური პროდუქტებისა და IT სფეროს მიმართ ინტერესისა და საბაზისო ცოდნის არსებობა;
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- გაყიდვების პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი;
- ცივი და თბილი ლიდების ეფექტურად დამუშავების გამოცდილება;
- კომერციული შეთავაზებების მომზადებისა და Follow-up კომუნიკაციის წარმოების უნარი;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მიზნებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
გაყიდვები
გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა,
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები