დღეს - 30 სექ
მორიგე ქირურგი
თბილისი, დიდუბე, კოსმონავტების სანაპირო
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო ქირურგია
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო ქირურგია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: მედიცინა
  • ენები: ქართული
სს „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ქირურგის პოზიციაზე.

"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა" წარმოადგენს ინოვაციურ, მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ ჯანდაცვის სფეროში. კლინიკა აერთიანებს მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ სპეციალისტებს და უახლეს, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო აპარატურას. ჩვენი ინტეგრირებული მიდგომა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის კომპლექსურ, უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო სერვისებს, რაც განაპირობებს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას ყველა პროფილის მიმართულებით.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მარცხენა სანაპირო კოსმონავტების 45ა
სამუშაო განრიგი: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქციები:
  • გეგმიური და გადაუდებელი ქირურგიული პაციენტების მიღება, კლინიკური შეფასება და მართვა;
  • პაციენტის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე დიაგნოსტიკური კვლევებისა და მკურნალობის შესაბამისი ტაქტიკის განსაზღვრა;
  • გეგმიური და გადაუდებელი ქირურგიული ჩარევების განხორციელება შესაბამისი ჩვენების საფუძველზე;
  • პაციენტების მდგომარეობის დინამიკაში მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკის კორექტირება;
  • ოპერაციის შემდგომი პაციენტების მეთვალყურეობა და შესაბამისი სამედიცინო რეკომენდაციების გაცემა;
  • პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად და დროულად წარმოება;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა პროფილის ექიმებთან კონსულტაციისა და მულტიდისციპლინური მართვის ორგანიზება;
  • პაციენტის ჰოსპიტალიზაციის, სხვა განყოფილებაში გადაყვანის ან დამატებითი სამედიცინო ჩარევის საჭიროების განსაზღვრა;
  • კლინიკური პროტოკოლების, გაიდლაინებისა და სამედიცინო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
  • მორიგეობის პერიოდში კლინიკაში მყოფი ქირურგიული პროფილის პაციენტების უწყვეტი სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ქირურგიის მიმართულებით შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი;
  • ქირურგად მუშაობის გამოცდილება;
  • გეგმიური და გადაუდებელი ქირურგიული პაციენტების მართვის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) hr@hgh.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება

გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

სამედიცინო
ქირურგია
ნახვები
უნიკალური ნახვები