დღეს - 29 სექ
დღის ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სმენური გრაფიკი – დღის ცვლა
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ინგლისური,რუსული
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო.

ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.
თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით "უნისონის" გუნდს.

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ ადამიანებს. გელით დღის
ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, ცვლადი გრაფიკი

ძირითადი მოვალეობები:
  • შემომავალი ზარების მიღება, დაზღვეულებისა და პარტნიორი პროვაიდერების კონსულტაცია და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფა;
  • საჭიროებისამების შემთხვევაში დაზღვეულებისთვის სადაზღვევო პირობების, სერვისებისა და დაფარვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • საინფორმაციო სისტემაში მონაცემების სწორად, სრულყოფილად და დროულად ასახვა;
  • დაზღვეულთა მოთხოვნების, შემთხვევებისა და არასამედიცინო შეტყობინებების მიღება, დამუშავება და შესაბამის სისტემაში სწორად დაფიქსირება;
  • დაზღვეულთა იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
  • გადაუდებელი შემთხვევების კოორდინაცია და შესაბამის დეპარტამენტებთან დროული კომუნიკაცია;
  • დღის განმავლობაში შემოსული შემთხვევების რეგისტრაცია და შესაბამის დეპარტამენტებთან გადამისამართება;
  • ზარებზე დროული პასუხის უზრუნველყოფა და მომსახურების შიდა სტანდარტების დაცვა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • მნიშვნელოვანია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის ოპერატორის, მომსახურების ან ადმინისტრაციული პოზიციაზე;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური (სასურველია) ენების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციების მართვის უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - დღის ქოლ-ცენტრის ოპერატორი
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
„უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას „პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი
ნახვები
უნიკალური ნახვები