შემდეგი
დღეს - 25 სექ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
სურსათისა და სასმელების მენეჯმენტი, ბარის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
სურსათისა და სასმელების მენეჯმენტი, ბარის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ბარის სუპერვაიზერის პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან ,,არგო’’-ში .
ძირითადი მოვალეობები:
ძირითადი მოთხოვნები:
პიროვნული თვისებები
სამუშაო პირობები:
ძირითადი მოვალეობები:
- ბარის გუნდის მართვა — თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება, სამუშაო გრაფიკებისა და ცვლების შედგენა და შესრულების კონტროლი;
- ბარის სტანდარტების დაცვა — სასმელებისა და კოქტეილების მომზადების კონტროლი დამტკიცებული რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად;
- ინვენტარიზაციისა და მარაგების კონტროლი — ბარის ნაშთების მონიტორინგი, საჭირო პროდუქციის დროული შეკვეთა და მარაგების ეფექტიანი მართვა;
- ჩამოწერებისა და დანაკარგების კონტროლი — ზედმეტი ჩამოწერების, დანაკარგებისა და პროდუქციის არარაციონალური გამოყენების გამოვლენა და შემცირების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
- HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა — პროდუქციის შენახვის, მარკირების, ვადების, ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების ყოველდღიური კონტროლი;
- თანამშრომლების სწავლება და განვითარება — ახალი თანამშრომლების ადაპტაცია, სწავლება და პროფესიული გადამზადება, ასევე არსებული გუნდის ცოდნისა და უნარების განვითარება;
- გუნდური და პროფესიონალური მუშაობის უზრუნველყოფა — ბარში ეფექტიანი სამუშაო გარემოს, თანამშრომლებს შორის სწორი კომუნიკაციის, დისციპლინისა და მაღალი პროფესიული სტანდარტის უზრუნველყოფა.
- გუნდური და პროფესიონალური მუშაობის უზრუნველყოფა — ბარში ეფექტიანი სამუშაო გარემოს, თანამშრომლებს შორის სწორი კომუნიკაციის, დისციპლინისა და მაღალი პროფესიული სტანდარტის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, (ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
პიროვნული თვისებები
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა;
- გუნდის მართვისა და ლიდერობის უნარი;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78
- სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
- ანაზღაურება: შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
- კვებით უზრუნველყოფას;
- ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
- კვებითი უზრუნველყოფა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa
- 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“
- ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nmfoz/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სურსათისა და სასმელების მენეჯმენტი,
ბარის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები