21 აგვ - 19 სექ
აჭარის რეგიონის წარმომადგენელი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება სამედიცინო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული,თურქული
Memorial Hospitals Group აცხადებს ვაკანსიას აჭარის რეგიონის წარმომადგენლის პოზიციაზე.

თუ ხარ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქული ენისა და ლიტერატურის მიმართულების კურსდამთავრებული, თავისუფლად ფლობ ქართულ და თურქულ ენებს, ხარ აქტიური, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:
  • აჭარის რეგიონში კლინიკებთან, ექიმებთან და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობის განვითარება;
  • ახალი პარტნიორების მოძიება და არსებული ურთიერთობების გაძლიერება;
  • Memorial Hospitals Group-ის სამედიცინო სერვისებისა და შესაძლებლობების წარდგენა;
  • პაციენტებთან კომუნიკაცია, სამედიცინო დოკუმენტაციის მიღებისა და ორგანიზების პროცესის მართვა, Medical Second Opinion-ის კოორდინაცია, ექიმებთან კომუნიკაცია, ვიზიტების დაგეგმვა და პაციენტის მკურნალობის პროცესის ორგანიზებაში მხარდაჭერა;
  • შეხვედრების ორგანიზება და საქმიანი კომუნიკაციის წარმართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • თურქული და ქართული ენების თავისუფლად ფლობა;
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • აქტიური, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული დამოკიდებულება.

დასაქმების ტიპი: Full-Time
სამუშაო ადგილი: Home Office (აჭარის რეგიონი)
ანაზღაურება: განიხილება გასაუბრების ეტაპზე, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

თუ გსურს საერთაშორისო ჯანდაცვის სფეროში კარიერის განვითარება და გახდე Memorial Hospitals Group-ის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: teona.bolokadze@memorial.com.tr

CV-ის გამოგზავნისას გთხოვთ, ელფოსტის Subject (თემის) ველში მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი და ვაკანსიის სახელი
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
სამედიცინო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები