დღეს - 18 სექ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი, ბრენდის იდენტობის განვითარება - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი, ბრენდის იდენტობის განვითარება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული,რუსული,ინგლისური
Tekto Group - სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტებს შავი ზღვის სანაპიროზე, აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. №4
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
ძირითადი მოვალეობები:
- ბრენდის სტრატეგია და იმიჯი: კომპანიისა და მისი პროექტების პოზიციონირების, ტონალობის (Tone of Voice) და ვიზუალური სტილის მართვა/კონტროლი.
- Brand Book-ის მართვა: არსებული სტანდარტების დანერგვა ყოველდღიურ კომუნიკაციაში და ახალი პროექტების Brand Book-ების შექმნაში მონაწილეობა.
- მარკეტინგული კამპანიები: სარეკლამო კამპანიების, სოციალური მედიისა და სხვა საკომუნიკაციო არხების დაგეგმვა და ეფექტური მართვა.
- გაყიდვების მხარდაჭერა: გაყიდვების გუნდისთვის საჭირო მასალების (პრეზენტაციები, ბროშურები, საინფორმაციო PDF-ები) მომზადება და კონტენტის ოპტიმიზაცია.
- ანალიტიკა და მონიტორინგი: ბაზრის, კონკურენტების, ლიდების ხარისხისა და მარკეტინგული აქტივობების შედეგების მუდმივი ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია დეველოპმენტში);
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
- ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი და მაღალი სამუშაო ეთიკა.
რას გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსი);
- პროფესიულ განვითარებასა და ტრენინგებს;
- კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას;
- თანამედროვე, დინამიკურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: info@tekto.ge
(გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ: ბრენდ მენეჯერი)
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი,
ბრენდის იდენტობის განვითარება
ნახვები
უნიკალური ნახვები
