20 აგვ - 01 სექ
ადმინისტრატორი / SMM
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ქვედა სალიბაური
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება, ოფისის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი საზღვაო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: 0-დან 5 წლამდე
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, საშუალო განათლება
  • საგანმანათლებლო პროგრამები: საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული

ჰელიოს შიფფინგ აცხადებს ვაკანსიას დმინისტრატორი / სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე. (ეკიპაჟის ოპერატორის მხარდაჭერით)


ადგილმდებარეობა: ხელვაჩაური, საქართველო — ოფისი


ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა და საოფისე პროცესების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • შემომავალი ზარების, ელ. ფოსტის, ვიზიტორებისა და კომპანიის კორესპონდენციის კოორდინაცია;
  • კომპანიის დოკუმენტების, ანგარიშებისა და შიდა ჩანაწერების მომზადება და წარმოება;
  • კომპანიის სოციალური მედიის ანგარიშების მართვა (LinkedIn, Facebook, Instagram და სხვ.);
  • პროფესიული კონტენტის, ვაკანსიებისა და კომპანიის სიახლეების მომზადება და გამოქვეყნება;
  • ბრენდთან დაკავშირებული მასალების კოორდინაცია და კომპანიის მარკეტინგული საქმიანობის მხარდაჭერა;
  • რეკრუტინგის მონაცემთა ბაზების წარმოება და კანდიდატებთან კომუნიკაციის ხელშეწყობა;
  • საჭიროების შემთხვევაში, ეკიპაჟის მენეჯერების მხარდაჭერა ადმინისტრაციულ და საკრუინგო საკითხებში;
  • საჭიროების შემთხვევაში, მეზღვაურთა დოკუმენტების, სერტიფიკატების, კონტრაქტებისა და სამოგზაურო საკითხების მომზადებაში დახმარება;
  • საჭიროების შემთხვევაში, ეკიპაჟის მონაცემების საკრუინგო სისტემაში განახლება და დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული და საოპერაციო დავალებების შესრულება.
სამუშაო გრაფიკი:
  • ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00
  • სამუშაო დრო: 8 საათი დღეში
  • სადილი: 1 საათი

დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: office@hncrewing.com
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება,
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები