შემდეგი
დღეს - 17 სექ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 4 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):დასვენება და მოგზაურობა
რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): მაგისტრი, არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
ლუკა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შეფ-მზარეული (Executive Chef) – იტალიური სამზარეულო (m/w/d)
სრული განაკვეთი | თბილისი, ორთაჭალა
ჩვენ შესახებ
ლუკა წარმოადგენს იტალიური რესტორნის კონცეფციას, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ უბანში. ჩვენი მიზანია იტალიური სამზარეულოს განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მისი ინტეგრაცია თანამედროვე ურბანულ გარემოში.
ძირითადი მოვალეობები
მოთხოვნები
რას გთავაზობთ
სრული განაკვეთი | თბილისი, ორთაჭალა
ჩვენ შესახებ
ლუკა წარმოადგენს იტალიური რესტორნის კონცეფციას, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ უბანში. ჩვენი მიზანია იტალიური სამზარეულოს განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მისი ინტეგრაცია თანამედროვე ურბანულ გარემოში.
ძირითადი მოვალეობები
- მენიუს შექმნა, განვითარება და სტანდარტიზაცია რესტორნის კონცეფციის შესაბამისად
- სამზარეულოს სრული ოპერაციული მართვა და ორგანიზება
- კერძების ხარისხის, გემოვნური სტანდარტებისა და ავთენტურობის სრული კონტროლი
- სამზარეულოს გუნდის მართვა, გადანაწილება და განვითარება
- სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტური ორგანიზება
- პროდუქციის შერჩევა, შესყიდვების პროცესში მონაწილეობა და მარაგების კონტროლი
- ხარჯების კონტროლი (Food Cost), დანაკარგების შემცირება და ეფექტიანობის გაზრდა
- ჰიგიენური ნორმებისა და HACCP სტანდარტების სრული დაცვა და კონტროლი
- ახალი თანამშრომლების შერჩევაში და გადამზადებაში აქტიური მონაწილეობა
- მჭიდრო თანამშრომლობა მენეჯმენტთან და ბიზნესის განვითარებაში მონაწილეობა
მოთხოვნები
- კულინარიული განათლება და მინიმუმ 4-წლიანი პროფესიული გამოცდილება
- Executive Chef ან Head Chef-ის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
- იტალიური სამზარეულოს ღრმა, პროფესიული და პრაქტიკული ცოდნა
- მენიუს შექმნისა და სამზარეულოს კონცეფციის განვითარების გამოცდილება
- გუნდის მართვისა და ლიდერობის ძლიერი უნარები
- ფინანსური აზროვნება (Food Cost, ოპერაციული ეფექტიანობა)
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
- სტრესის მართვისა და სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
- სტრატეგიული აზროვნება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი
რას გთავაზობთ
- ხელმძღვანელი პოზიცია განვითარებად გარემოში
- შესაძლებლობა ჩამოაყალიბოთ და მართოთ სამზარეულოს კონცეფცია
- გრძელვადიანი თანამშრომლობა და განვითარების პერსპექტივა
- მუშაობა პროფესიონალურ გუნდში
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:
- რეზიუმე (CV)
- შესაბამისი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები
- სამოტივაციო წერილი
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 19.09.2026.
გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია
ნახვები
უნიკალური ნახვები