19 აგვ - 01 სექ
სოციალური მედიის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) სოციალური მედიის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: მედია და კომუნიკაციები გაზეთები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ინგლისური
სოციალური მედიის მენეჯერი - საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები/მთის ამბები თბილისის ოფისში სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დისტანციურად მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება.

ძირითადი მოვალეობები:
  • სოციალური ქსელებისთვის (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) კონტენტის შექმნა, ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, მომხმარებლებთან უკუკავშირის უზრუნველყოფა;
  • სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით;
  • ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია;
  • სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი.

მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად);
  • სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) მართვისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა;
  • გამართული მეტყველებისა და წერის უნარები;
  • გამართული მეტყველებისა და წერის უნარები; გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი მისამართზე vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. შეგიძლიათ შეავსოთ ანკეტა https://mtisambebi.ge/about-main/join განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 31 აგვისტო. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით.
შესაძლოა, ონლაინგასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე. „საქართველოს ამბები“ (https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. „საქართველოს ამბების“ ნაწილია „მთის ამბები“ (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
სოციალური მედიის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები