დღეს - 16 სექ
სტანდარტი
მიღება-განთავსების აგენტი/ადმინისტრატორი
ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ბორჯომი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@cpborjomi.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება,საცხოვრებლის უზრუნველყოფა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“ , რომელიც 2015 წლიდან არის ბაზარზე და არის ინტერკონტინეტალ სასტუმროების ჯგუფის წევრი (IHG) აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების აგენტი/ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ლოკაცია: ბორჯომი
გრაფიკი: 5/2-ზე
ფუნქცია-მოვალეობები:
- დადგენილის სტანდარტების შესაბამისად სტუმრების სათანადოდ მიღება-განთავსება და გაცილება;
- სტუმრებთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
- ჯავშნების მიღება, პროგრამულად გატარება და შესაბამისი ფინანსური ოპერაციის შესრულება;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და მოთხოვნილი ინფორმაციის გაზიარება;
- გასაღებების მართვის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირება (ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
- დადგენილი სტანდარტის მიხედვით ოთახების სტატუსების კონტროლი;
- ყოველდღიური რეპორტების წარმოება;
- გადახდებისა და ინვოისების მონიტორინგი;
- ყოველდღიური აუდიტის წარმოება და სალაროს ნაშთი ჩაბარება მენეჯრისთვის;
საჭირო უნარები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- პროგრამა OPERA ან FIDELIO-ს ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
- კვება;
- პროფესიული ზრდა;
- საჭიროების შემთხვევაში სასტუმრო უზრუნველყოფს განთავსებას;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cpborjomi.com და მიუთითოთ subject-ში პოზიცია.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა
ნახვები
უნიკალური ნახვები
