შემდეგი
დღეს - 16 სექ
სტარტი
გაყიდვებისა და წევრების გამოცდილების სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@obsidia.life
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ველნესი და ფიტნესი
ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ველნესი და ფიტნესი
ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ინგლისური,რუსული,ქართული
OBSIDIA აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვებისა და წევრების გამოცდილების სპეციალისტი
ვეძებთ გაყიდვებზე ორიენტირებულ, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც OBSIDIA-ს წევრის გამოცდილებას პირველივე კონტაქტიდან მართავს და თითოეულ კომუნიკაციას გაყიდვის შესაძლებლობად აღიქვამს.
ეს არ არის მხოლოდ მიმღების პოზიცია — თანამშრომელი პასუხისმგებელი იქნება OBSIDIA-ში არსებული პროდუქტებისა და სერვისების სრულ გაყიდვით პროცესზე, წევრების მომსახურებასა და ყოველდღიურ ადმინისტრაციულ საქმიანობაზე.
ვეძებთ გაყიდვებზე ორიენტირებულ, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც OBSIDIA-ს წევრის გამოცდილებას პირველივე კონტაქტიდან მართავს და თითოეულ კომუნიკაციას გაყიდვის შესაძლებლობად აღიქვამს.
ეს არ არის მხოლოდ მიმღების პოზიცია — თანამშრომელი პასუხისმგებელი იქნება OBSIDIA-ში არსებული პროდუქტებისა და სერვისების სრულ გაყიდვით პროცესზე, წევრების მომსახურებასა და ყოველდღიურ ადმინისტრაციულ საქმიანობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- დაინტერესებული პირების კონსულტაცია და წევრობის პაკეტების გაყიდვა;
- არსებული წევრების აბონემენტების განახლება და დამატებითი შეთავაზებების წარდგენა;
- ახალი წევრების რეგისტრაციის სრული პროცესის მართვა;
- პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია;
- სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებსა და მოთხოვნებზე სწრაფი, პროფესიონალური და გაყიდვაზე ორიენტირებული პასუხების გაცემა;
- კლუბის ტურის ჩატარება და OBSIDIA-ს სერვისების სწორად წარდგენა;
- OBSIDIA Bar-ის პროდუქტების გაყიდვა და მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
- დამატებითი სერვისების — გაყიდვა;
- მიმდინარე შეთავაზებებისა და სპეციალური პირობების აქტიური კომუნიკაცია;
- გადახდების მიღება და შესაბამის პროგრამებში სწორად ასახვა;
- მომხმარებელთა მონაცემებისა და გაყიდვების პროცესის CRM სისტემაში მართვა;
- ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების შესრულება;
- წევრების მოთხოვნებზე, კითხვებსა და პრობლემებზე დროული რეაგირება;
- გაყიდვების ინდივიდუალური მიზნების შესრულება და შედეგების რეგულარული ანგარიშგება;
- OBSIDIA-ს მომსახურების, ვიზუალური და კომუნიკაციის სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- გამართული , სასიამოვნო და თავდაჯერებული კომუნიკაციის უნარი;
- გაყიდვის, საჭიროების აღმოჩენისა და შეთავაზების სწორად წარდგენის უნარი;
- პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და მაღალი თვითორგანიზება;
- რამდენიმე პროცესის ერთდროულად ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ადმინისტრაციულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ;
- მოწესრიგებული, პროფესიონალური იერსახე და მაღალი მომსახურების კულტურა.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც:
- არ ელოდება მხოლოდ მომხმარებლის შეკითხვას — თავად ხედავს გაყიდვის შესაძლებლობას;
- შეუძლია პროდუქტის ან სერვისის ღირებულების სწორად წარმოჩენა და არა მხოლოდ ფასის დასახელება;
- თითოეულ წევრს ინდივიდუალურად და ყურადღებით ემსახურება;
- ინარჩუნებს OBSIDIA-ს სტანდარტს კომუნიკაციის ყველა ეტაპზე;
- ორიენტირებულია როგორც მომსახურების ხარისხზე, ისე კონკრეტულ გაყიდვით შედეგებზე.
რას გთავაზობთ:
- პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- მრავალფეროვანი პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვის გამოცდილებას;
- ტრენინგებს OBSIDIA-ს მომსახურების, გაყიდვებისა და პროდუქტების მიმართულებით;
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსს.
თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მომხმარებლისთვის მაღალი დონის გამოცდილების შექმნა და ამავდროულად ძლიერი გაყიდვითი შედეგების მოტანა, გამოგვიგზავნეთ CV და მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ: info@obsidia.life
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები