შემდეგი
18 აგვ - 17 სექ
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: georgia@caucasusgates.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტურიზმი/გართობა
შემომყვანი ტურები - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ტურიზმი/გართობა
შემომყვანი ტურები - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული,ქართული
ახალი ტურისტული კომპანია Caucasus Gateway ეძებს მოტივირებულ და პროაქტიულ გაყიდვების მენეჯერს.
მოვალეობები
- ახალი ბიზნესის მოზიდვა , კლიენტებისა და პარტნიორების შემოსული მოთხოვნების მართვა.
- ტურისტული შეთავაზებებისა და ფასების მომზადება.
- გაყიდვების პროცესის სრული მართვა მოთხოვნის მიღებიდან ჯავშნის დადასტურებამდე.
- ახალი პარტნიორების მოძიება და თანამშრომლობის განვითარება
- ოპერაციულ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.
მოთხოვნები
- ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა.
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია.
- ჩინეთის და/ან ინდოეთის ტურისტულ ბაზრებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
- ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და გაყიდვების უნარები.
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ
- კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსების სისტემას.
- სამედიცინო დაზღვევას.
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
- მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტის მისამართზე: georgia@caucasusgates.com
ტურიზმი/გართობა
შემომყვანი ტურები
ნახვები
უნიკალური ნახვები