შემდეგი
დღეს - 16 სექ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
ibis Styles Batumi ეძებს გუნდის ახალ წევრს კლასტერული მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჯგუფში შემავალი კომპანიების საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსური ოპერაციების, საგადასახადო შესაბამისობისა და ბუღალტრული გუნდის საქმიანობის მართვასა და კონტროლზე.
პოზიცია მოიცავს რამდენიმე ბიზნესერთეულთან მუშაობას და საჭიროებს როგორც საბუღალტრო პროცესების სიღრმისეულ ცოდნას, ისე მაღალი პასუხისმგებლობისა და ორგანიზებულობის უნარს.
ძირითადი მოვალეობები
პოზიცია მოიცავს რამდენიმე ბიზნესერთეულთან მუშაობას და საჭიროებს როგორც საბუღალტრო პროცესების სიღრმისეულ ცოდნას, ისე მაღალი პასუხისმგებლობისა და ორგანიზებულობის უნარს.
ძირითადი მოვალეობები
- ჯგუფში შემავალი კომპანიების სრული საბუღალტრო აღრიცხვის მართვა და კონტროლი;
- ფინანსური მონაცემების სიზუსტისა და საბუღალტრო გატარებების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური პერიოდების დროული დახურვა;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და ანგარიშების შეჯერება;
- საბანკო ოპერაციების, სალაროს, POS/ტერმინალისა და ფულადი ნაკადების კონტროლი;
- სასტუმროს PMS-სა და საბუღალტრო პროგრამაში ასახული მონაცემების შესაბამისობის კონტროლი;
- შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი და ანალიზი;
- ბიუჯეტისა და ფინანსური პროგნოზების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადებისა და წარდგენის კონტროლი;
- RS.ge-ს პორტალთან მუშაობა და საგადასახადო ვალდებულებების მონიტორინგი;
- სახელფასო აღრიცხვისა და შესაბამისი დარიცხვების კონტროლი;
- მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის კონტროლი;
- შიდა კონტროლის მექანიზმების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა;
- ფინანსური დოკუმენტაციის სათანადო წარმოებისა და შენახვის უზრუნველყოფა;
- ბუღალტრული გუნდის საქმიანობის ზედამხედველობა, დავალებების გადანაწილება და სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
- მენეჯმენტისთვის საჭირო ფინანსური ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;
- მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და საბუღალტრო აღრიცხვის პრინციპების კარგი ცოდნა;
- RS.ge-სა და საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- ფინანსური ანგარიშგებისა და ანგარიშების შეჯერების პრაქტიკული გამოცდილება;
- Excel-ის კარგი ცოდნა;
- რამდენიმე იურიდიულ პირთან ერთდროულად მუშაობის გამოცდილება;
- გუნდის მართვისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარი;
- მაღალი სიზუსტე, პასუხისმგებლობა და კონფიდენციალურობის დაცვა.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება
- სასტუმროს, აპარტოტელის, რესტორნის ან სხვა HoReCa ბიზნესში მუშაობის გამოცდილება;
- PMS/POS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- რამდენიმე ბიზნესერთეულის ფინანსური აღრიცხვის მართვის გამოცდილება;
- აუდიტის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- თანამშრომელთა ბენეფიტების პაკეტს;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.
წარმატებებს გისურვებთ!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები