23 აგვ - 16 სექ
სტანდარტი
მთავარი ენერგეტიკოსი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Kajaiam@batumiport.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საზღვაო / პორტი
ნავსადგურის ოპერაციები - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
საზღვაო - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: (+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):საზღვაო / პორტი
ნავსადგურის ოპერაციები - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
საზღვაო - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
ბათუმის საზღვაო ნავსადგური აცხადებს ვაკანსიას მთავარი ენერგეტიკოსის პოზიციაზე.
სტრუქტურული ქვედანაყოფი: ენერგომომარაგების განყოფილება
თანამდებობა: განყოფილების უფროსი- მთავარი ენერგეტიკოსი
დაქვემდებარებული პირების არსებობა: დიახ
სტრუქტურული ქვედანაყოფი: ენერგომომარაგების განყოფილება
თანამდებობა: განყოფილების უფროსი- მთავარი ენერგეტიკოსი
დაქვემდებარებული პირების არსებობა: დიახ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება და სერტიფიკატები
- განათლება: უმაღლესი ტექნიკური განათლება (ენერგეტიკის, ელექტროინჟინერიის ან მიმდინარე სფეროს მიმართულებით).
სერტიფიცირება და ლიცენზიები:
- ელექტროუსაფრთხოების მაღალი ჯგუფის კვალიფიკაცია (როგორც წესი, V ჯგუფი 1000 ვოლტზე ზემოთ დანადგარებთან დაშვებისთვის).
- შრომის უსაფრთხოების სტანდარტებისა და კანონმდებლობის ცოდნა.
პროფესიული ცოდნა და უნარები:
- ელექტროსისტემების, გაზმომარაგების, გათბობა-ვენტილაციისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობისა და ექსპლუატაციის წესების სიღრმისეული ცოდნა.
- ენერგეტიკული მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების, დაგეგმილი პროფილაქტიკური რემონტისა და ავარიული აღდგენითი სამუშაოების მართვის გამოცდილება.
- ენერგორესურსების ეფექტური მოხმარების, ხარჯების ოპტიმიზაციისა და ენერგოეფექტურობის პროექტების დაგეგმვის უნარი.
- შესაბამის სახელმწიფო და მარეგულირებელ ორგანოებთან, ასევე მომწოდებელ კომპანიებთან (მაგ. თელასი, ენერგო-პრო, სოკარი და ა.შ.) ურთიერთობისა და დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება.
- ტექნიკური ნახაზებისა და სქემების კითხვისა და ანალიზის უნარი (AutoCAD ან სხვა ინჟინრული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
სამუშაო გამოცდილება:
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ენერგეტიკის, წარმოების, ინფრასტრუქტურულ ან ენერგომომარაგების სექტორში
თანამდებობრივი ინსტრუქციის/შიდა დოკუმენტის შესაბამისად ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- ენერგოსისტემების ექსპლუატაცია და მართვა
- ორგანიზაციის ენერგეტიკული შეუფერხებელი და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა.
- ენერგოაღჭურვილობისა და ქსელების გამართული ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.
დაგეგმვა და ტექნიკური მომსახურება
- ენერგოაღჭურვილობის გეგმურ-პროფილაქტიკური რემონტისა და ტექნიკური დათვალიერების გრაფიკების შეგენა და განხორციელების ზედამხედველობა.
- ენერგოსისტემებში წარმოქმნილი გაუმართაობებისა და ავარიული სიტუაციების ოპერატიული აღმოფხვრა, მათი გამომწვევი მიზეზების ანალიზი და პრევენციული ზომების მიღება.
- ორგანიზება გაუწიოს ენერგეტიკული მოწყობილობის და ენერგოსისტემების სწორ ტექნიკურ ექსპლუატაციას და დროულ შეკეთებას.
- უზრუნველყოს ნავსადგურის დიზელ-გენერატორისა და აირის მეურნეობის სწორი და უწყვეტი ექსპლუატაცია, გამართული მუშაობა და პერიოდული შემოწმება.
- უწყვეტი და ავარიის გარეშე მუშაობის უზრუნველსაყოფად, განახორციელოს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის; ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაციის, ენერგო მოწყობილობების და ქსელების გამოყენების და დაცულობის, მიწისვეშა ნაგებობების და კომუნიკაციების დაცვასთან, კონტროლის, დაცვის და ავტომატიკის სისტემებთან დაკავშირებული სამუშაოების, დროული რემონტის მუდმივი კონტროლი.
- ელ. კარადების, ელ. სვეტების, ნავსადგურის ტერიტორიაზე საამქროებში, საწყობებში და სათავსოებებში ყველა ელ. კვანძის დროულად გაწმენდასთან და სადენების დაცვის იზოლაციის შემოწმებასთან დაკავშირებით სამუშაოების წარმოების კონტროლი.
- ორგანიზება გაუწიოს დამიწების კონტურების პერიოდული აზომვების და დიელექტრიკული საშუალებების გამოცდების უზრუნველყოფას, უზრუნველყოს მიწისქვეშა ნაგებობების და კომუნიკაციების დაცვითი სამუშაოების ჩატარება, დროულად წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის ორგანოებს ნავსდგურის ელექტრომეურნეობა.
- მიიღოს მონაწილეობა ნავსადგურის ელექტრომეურნეობის ექსპლუატაციისთვის საჭირო ენერგეტიკული მოწყობილობის, მასალების და სათადარიგო ნაწილების შეძენაზე განაცხადების შედგენაში.
- განახორციელოს ნავსადგურის ენერგეტიკული ობიქტების ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა.
- ააკონტროლოს ნავსადგურის ენერგეტიკული მეურნეობის მომსახურებისთვის მენარდე ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სამუშაო, შეამოწმოს მენარდეების და მომწოდებლების მიერ მოწოდებული მომსახურების, მოწყობილობის და მასალების ხარისხი
- გააკონტროლოს ენერგეტიკული მოწყობილობის შეკეთების და დათვალიერების შესრულება.
ენერგორესურსების აღრიცხვა და ოპტიმიზაცია
- ენერგორესურსების მოხმარების ლიმიტებისა და ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების კონტროლი და ანალიზი.
- ენერგოეფექტურობის ამაღლებისა და რესურსების დაზოგვისკენ მიმართული პროექტების/ღონისძიებების შემუშავება და დანერგვა.
უსაფრთხოება და სტანდარტებთან შესაბამისობა
- ელექტრო და ენერგოუსაფრთხოების წესების, შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა.
- ტექნიკური პერსონალისათვის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების ჩატარება და მათი კვალიფიკაციის კონტროლი.
დოკუმენტაცია და ურთიერთობა გარეთა ორგანიზაციებთან
- ენერგომომარაგებელ კომპანიებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა, ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობა და პირობების შესრულების მონიტორინგი.
- შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის, ჟურნალებისა და სააღრიცხვო ფორმების წარმოება.
გუნდის მართვა და განვითარება
- ენერგეტიკული სამსახურის/ტექნიკური პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, დავალებების გადანაწილება და შესრულების კონტროლი.
- განყოფილების თანამშრომლებს, დადგენილი პერიოდულობით ჩაუტაროს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქტაჟი.
- უზრუნველყოს განყოფილების დასაქმებულების მიერ თავის ფუნქციონალურ მოვალეობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დირექტორის ბრძანების გაცნობა და მისი შესრულება.
- აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის განკარგულებით, მზად იყოს სამუშაოს შესრულებისთვის არასამუშაო საათებში, საგანგებო სიტუაციების დროს და საწარმოო აუცილებლობის შემთხვევაში.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა: ენერგოსისტემების უსაფრთხოება და უწყვეტი მუშაობა პირდაპირ კავშირშია ადამიანების სიცოცხლესა და კომპანიის ფინანსებთან;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- პრინციპულობა და წესრიგისადმი სწრაფვა;
- სიახლეებისადმი ღიაობა და განვითარებისკენ სწრაფვა: ახალი ტექნოლოგიების, თანამედროვე ენერგოეფექტური სისტემებისა და სფეროს საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივად ათვისების სურვილი.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. 15 -შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“
- სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშო კვირა, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
- ანაზღაურაბადი შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში;
- საავადმყოფო ფურცლი: შრომის კოდექსით განსაზღვრული რაოდენობით დღეების 100% ანაზღურება;
- დასაქმებული უზრუნველყოფილია: ჯანმრელობისა და სიცოცხლის დაზღვევით, უფასო კვებით და სპეცთანსაცმლით;
- სხვადასხვა სახის სოციალური პაკეტები: სოციალური შვებულება 3-5 სამუშაო დღე, მატერიაური დახმარება ქორწინების, შვილის შეძენის და მსგავსი შემთხვევების დროს. დასასვენებელი საგზურით სარგებლობის შესაძლებლბა.
ანაზღაურება: ფიქსირებული
პრემია: კალენდარული წლის განმავლობაში 6 სადღესასწაულო პრემია, 4 კვარტალური პრემია და წლიური პრემია.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ტანდართული ფორმის შესაბამისად ელფოსტაზე: kajaiam@batumiport.com გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - ენერგორესურსების აღრიხვისა და კონტროლის ინჟინერი
შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ (შემდგომში - ნავსადგური) მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ ნავსადგური უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ ნავსადგურს უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
საზღვაო / პორტი
ნავსადგურის ოპერაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები
