10 სექ - 16 სექ
სტანდარტი
ენერგორესურსების აღრიხვისა და კონტროლის ინჟინერი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: kajaiam@batumiport.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინჟინერია
საზღვაო ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
საზღვაო - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- ენები: რუსული
შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე - ნავსადგურის ენერგომომარაგების სამსახურის „ენერგორესურსების აღრიხვისა და კონტროლის ინჟინერი“
ენერგომომარაგების განყოფილების „ენერგორესურსების აღრიხვისა და კონტროლის ინჟინერი“თანამდებობაზე კანდიდატისადმი მოთხოვნები
სტრუქტურული ქვედანაყოფი: ენერგომომარაგების განყოფილება
თანამდებობა: ენერგორესურსების აღრიხვისა და კონტროლის ინჟინერი
დაქვემდებარებული პირების არსებობა: დიახ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება და სერტიფიკატები
- უმაღლესი განათლება: ენერგეტიკის, ელექტროინჟინერიის, თბოენერგეტიკის, ენერგომენეჯმენტის ან მომიჯნავე ტექნიკური მიმართულებით (ბაკალავრი ან მაგისტრი).
- სერტიფიკატები (სასურველი): ენერგოაუდიტორის, ISO 50001 (ენერგომენეჯმენტის სისტემები) ან შრომის უსაფრთხოების (ენერგოდანადგარების მართვის) სერტიფიკატი.
- ელექტროუსაფრთხოების IV ჯგუფის კვალიფიკაცია
ტექნიკური ცოდნა და უნარები
- ნორმატიული ბაზა: ენერგეტიკის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, უსაფრთხოების ტექნიკისა და მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) წესების ცოდნა.
- აპარატურა და სისტემები: ენერგორესურსების გამზომი მოწყობილობების (მრიცხველები, ტრანსფორმატორები, ნაკადმზომები) მუშაობის პრინციპებისა და კალიბრაციის სტანდარტების ცოდნა.
- პროგრამული უზრუნველყოფა: MS Office (განსაკუთრებით MS Excel სიღრმისეულ დონეზე - მონაცემთა ანალიზისთვის), AutoCAD (სასურველი) და მონაცემთა შეგროვების ავტომატიზებული სისტემების მართვა.
სამუშაო გამოცდილება:
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ენერგეტიკის, წარმოების, ინფრასტრუქტურულ ან ენერგომომარაგების სექტორში
თანამდებობრივი ინსტრუქციის/შიდა დოკუმენტის შესაბამისად ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- აღრიცხვის სისტემების მართვა და მონიტორინგი
- ენერგორესურსების მრიცხველებისა და გამზომი ხელსაწყოების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
- ენერგომოხმარების მონაცემების პერიოდული შეგროვება, გაანალიზება და აღრიცხვა.
- აღრიცხვის კვანძების ინსპექტირება, დალუქვა და მათი ტექნიკური გამართულობის კონტროლი.
ენერგოეფექტურობა და დანაკარგების ანალიზი
- ენერგიის ფაქტობრივი მოხმარების შედარება ნორმატიულ მაჩვენებლებთან და გადახრების გამოვლენა.
- ენერგიის ტექნიკური და არატექნიკური (უკანონო მიერთებები, გაჟონვა) დანაკარგების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის გზების შემუშავება.
- ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და ღონისძიებების დანერგვის წინადადებების მომზადება.
ანგარიშგება და ბიუჯეტირება
- ყოველთვიური/ყოველწლიური ენერგომოხმარების ბალანსისა და ანგარიშების მომზადება.
- ენერგორესურსების მოხმარების პროგნოზირება და საბიუჯეტო დაგეგმარებაში მონაწილეობა.
- მომწოდებელ კომპანიებთან (ელექტროენერგიის, წყლის, აირის ოპერატორები) წარდგენილი ინვოისებისა და მიღებული მონაცემების სიზუსტის გადამოწმება.
ტექნიკური მომსახურება და კალიბრაცია
- გამზომი აპარატურის გეგმური შემოწმების, კალიბრაციისა და ლაბორატორიული დამოწმების (სერტიფიცირების) ორგანიზება.
- ახალი აღრიცხვის სისტემების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში მიღების ზედამხედველობა.
სტანდარტებთან შესაბამისობა და უსაფრთხოება
- ენერგეტიკის სფეროში არსებული საკანონმდებლო და ნორმატიული მოთხოვნების დაცვა.
- შრომის უსაფრთხოებისა და ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დაცვა ენერგოდანადგარებთან მუშაობისას.
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერება, ყურადღებიანობა, ორგანიზაციული უნარები. კომუნიკაბელური, კრიტიკულ სიტუაციში გადაწყვეტილების მიღება
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. 15 -შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“
სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშო კვირა, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
ანაზღაურაბადი შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში;
საავადმყოფო ფურცლი: შრომის კოდექსით განსაზღვრული რაოდენობით დღეების 100% ანაზღურება;
დასაქმებული უზრუნველყოფილია: ჯანმრელობისა და სიცოცხლის დაზღვევით, უფასო კვებით და სპეცთანსაცმლით;
სხვადასხვა სახის სოციალური პაკეტები: სოციალური შვებულება 3-5 სამუშაო დღე, მატერიაური დახმარება ქორწინების, შვილის შეძენის და მსგავსი შემთხვევების დროს. დასასვენებელი საგზურით სარგებლობის შესაძლებლბა.
ანაზღაურება: ფიქსირებული.
პრემია: კალენდარული წლის განმავლობაში 6 სადღესასწაულო პრემია, 4 კვარტალური პრემია და წლიური პრემია.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ტანდართული ფორმის შესაბამისად ელფოსტაზე: kajaiam@batumiport.com გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - ენერგორესურსების აღრიხვისა და კონტროლის ინჟინერი
შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ (შემდგომში - ნავსადგური) მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ ნავსადგური უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ ნავსადგურს უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
ინჟინერია
საზღვაო ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები
