ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
მაგიდის სერვისი, ყავის ხარშვისა და ბარისტას უნარები - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სმენური გრაფიკი – შერეული ცვლები
- დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება
- ენები: ქართული,ინგლისური
"აიანომა" იაპონური კონცეფციის ყავის სახლია რუსთაველის გამზირზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სივრცე საქართველოში და ავთენტური იაპონური hand-drip ყავის გაცნობით გავამდიდროთ აქ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობა და ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ საქართველოში ხელოვნების, კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში.
ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ამ პროექტის ნაწილი გახდნენ გრძელვადიანად - ვისთვისაც ეს არა დროებითი სამსახური, არამედ საერთო საქმეა, რომელთან ერთადაც გაიზრდებიან.
ვაკანსიის დასახელება - ბარისტა
ლოკაცია: თბილისი, რუსთაველის გამზირი
სამუშაო დღეები: დღეგამოშვებით
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების თბილად დახვედრა და მაღალი ხარისხის მომსახურება;
- მენიუს დეტალური ცოდნა, სტუმრებისთვის რეკომენდაციების გაწევა და პროდუქტის წარდგენა;
- ყავის კულტურის გაზიარება და „აიანომას“ კონცეფციის გაცნობა;
- შეკვეთების მიღება და სტუმრებისთვის მიწოდება;
- ყავის, სხვა სასმელების და მარტივი ხემსის/საკვები პროდუქტების მომზადება ბრენდის სტანდარტების მიხედვით;
- მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა და სტუმრებთან თბილი, პროფესიონალური კომუნიკაცია;
- სამუშაო სივრცისა და კაფეს გარემოს ესთეტიურ წესრიგსა და სისუფთავეზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ყავის სიყვარული: კანდიდატი რეგულარულად უნდა მოიხმარდეს ყავას და გულწრფელად იზიარებდეს ყავის კულტურისადმი ინტერესს;
- გრძელვადიანი თანამშრომლობა: ვეძებთ გუნდის წევრებს, რომლებსაც სურთ პროექტის ნაწილი გახდნენ ხანგრძლივი ვადით და შეიტანონ წვლილი ბრენდის განვითარებაში;
- სწავლისა და განვითარების ძლიერი მოტივაცია: გასწავლით hand-drip ტექნიკას, ყავის კულტურასა და მომსახურების მაღალ სტანდარტს;
- უნარები: კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ენები: ქართული (სრულყოფილად) და ინგლისური (სულ მცირე B1) ენების ცოდნა;
- გამოცდილება: აღნიშნულ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
- მეგობრულ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს;
- სტანდარტიზებულ და კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ყავის მომზადების იაპონური ტრადიციული მეთოდებისა და ეტიკეტის სწავლებას;
- აიანომას გუნდთან ერთად პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- გრძელვადიან თანამშრომლობას და პროექტის განვითარებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - info@ayanoma.ge, ხოლო Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
