დღეს - 10 სექ
სტანდარტი
მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტი
თბილისი
ქუთაისი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@stevejobs.edu.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგული კომუნიკაციები, სოციალური მედიის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: განათლება
განათლების მენეჯმენტი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- მივლინებები: კი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1913
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგული კომუნიკაციები, სოციალური მედიის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):განათლება
განათლების მენეჯმენტი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ინგლისური
STEVE JOBS AMERICAN ACADEMY აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენს შესახებ: სტივ ჯობსის ამერიკული აკადემია საქართველოში არის ინოვაციური საგანმანათლებლო ინსტიტუტი, რომელსაც აქვს რამდენიმე ფილიალი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი მისიაა ახალგაზრდების აღზრდა მომავლის გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერებად. ჩვენი პროგრამები 2008 წლიდან ხორციელდება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, ოფიციალურადა არის აღიარებული Harvard University-ს მიერ და სერტიფიცირებულია Google-ისა და Microsoft-ის მიერ.
ვის ვეძებთ: თუ გრძნობ, რომ შენი შესაძლებლობები მასშტაბურია და გჭირდება ადგილი, სადაც დემოკრატიულ და პროფესიონალურ გარემოში შეძლებ შენი თავის გამოვლენას, თუ გიყვარს ბავშვები, თუ ხარ ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული, მაშინ შეგიძლია გახდე აკადემიის გუნდის წევრი, სადაც მომავალი ლიდერები იზრდებიან!
- თანამდებობის დასახელება: მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტი
- მდებარეობა: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი
- სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი.
- სამუმუშაო დღეები: ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, საიდანაც შაბათ-კვირას სამუშაო სრულდება ადგილზე, ხოლო, დანარჩენი დღეები - დისტანციურად.
- ხელფასი: 1913 (Gross)
- მივლინება: ამ პოზიციაზე საჭიროა თვეში საშუალოდ 3-4 დღე მივლინება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში კონტენტის გადასაღებად.
პოზიციის მიმოხილვა:
მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტი პასუხისმგებელი იქნება აკადემიის მარკეტინგული და საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაზე, კრეატიული იდეებისა და კონტენტის შექმნაზე, სოციალური მედიის არხების განვითარებაზე, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და მართვაზე, ასევე აკადემიის ღონისძიებების საკომუნიკაციო მხარდაჭერაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მარკეტინგის, სოციალური მედიის, კომუნიკაციების ან კონტენტის შექმნის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სოციალური მედიის ძირითადი პლატფორმების: Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და YouTube მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- META Ads-ისა და ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის, მართვისა და შედეგების ანალიზის ცოდნა;
- ვიზუალური და ტექსტური კონტენტის შექმნის გამოცდილება;
- ვიდეოკონტენტის დაგეგმვისა და შექმნის პროცესის ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- AI, საოფისე და ციფრულ სამუშაო ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი.
უნარ-ჩვევები:
- კრეატიული და კონცეპტუალური აზროვნება;
- ახალი იდეების დამოუკიდებლად გენერირების უნარი;
- თანამედროვე სოციალური მედიის ტენდენციების აღქმისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
- ვიზუალური გემოვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- რამდენიმე პროექტსა და დავალებაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
- ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ბავშვებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო აღწერილობა:
- კონტენტის შექმნა და განთავსება – ვიზუალური და ტექსტური მასალების მომზადება და გამოქვეყნება ყველა სოციალურ ქსელში (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn, YouTube). – საშუალოდ 2 კონტენტი (პოსტი/ვიდეო) კვირაში + სთორები სისტემატურად.
- სარეკლამო სტრატეგიების შემუშავება და ჩაშვება – META Ads და სხვა პლატფორმებზე რგოლების დაგეგმვა, ბიუჯეტირების მართვა და შედეგების დეტალური ანალიზი.
- მიმოწერების მონიტორინგი და კომენტარებზე პასუხების გაცემა, safe replies განახლება. აუდიტორიასთან სწრაფი, პროფესიონალური და კორექტული კომუნიკაციის უზრუნველყოფის ზედამხედველობა.
- საბეჭდი და საკომუნიკაციო მასალების ორგანიზება – ბანერები, ბროშურები, პოსტერები, მერჩი და სხვა მასალების ხარისხიანი მომზადების კოორდინაცია.
- აკადემიის ღონისძიებების ორგანიზება – ღონისძიებების კონტენტისა და კომუნიკაციის დაგეგმვა და განხორციელება.
- ვებ გვერდის მონიტორინგი
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 სექტემბერი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით და სურვილის შემთხვევაში, მცირე სამოტივაციო წერილი შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@stevejobs.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება“მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტი”. ამ სათაურის გარეშე აპლიკანტის განაცხადი შეიძლება არ იქნას განხილული. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირებს.
გისურვებთ წარმატებებს!
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგული კომუნიკაციები,
სოციალური მედიის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
