14 აგვ - 01 სექ
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, ჩუღურეთი, ნინოშვილის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები, გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი ჯანდაცვა სამედიცინო მოწყობილობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • მივლინებები: კი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1300
    (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები, გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
    ჯანდაცვა სამედიცინო მოწყობილობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული

საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია, Premier Group რომელიც ესთეტიკური მედიცინის წამყვანი აპარატების მიმართულებით მუშაობს, ეძებს შედეგზე ორიენტირებულ და ენერგიულ გაყიდვების მენეჯერს.

თუ გაქვს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, გიყვარს ესთეტიკური მედიცინა/Beauty ინდუსტრია და გსურს მზარდ საერთაშორისო ბრენდთან ერთად განვითარდე, ეს ვაკანსია შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:
  • B2B გაყიდვების მართვა ესთეტიკური მედიცინისა და კოსმეტოლოგიის მიმართულებით.
  • ახალი პარტნიორების (კლინიკები, ესთეტიკური ცენტრები, ექიმები/კოსმეტოლოგები) მოძიება და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება.
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება.
  • პროდუქციის/აპარატურის პრეზენტაციების მომზადება და ჩატარება (როგორც ონლაინ, ისე ადგილზე ვიზიტებით).
  • შემოსული ლიდების დამუშავება და კომერციული წინადადებების მომზადება.
  • გაყიდვების გეგმის შესრულება და ყოველთვიური რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გამოცდილება ესთეტიკის / Beauty სფეროში (სასურველია).
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის წარმატებული გამოცდილება (B2B გაყიდვები ჩაითვლება უპირატესობად).
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა .
  • გამართული და პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი (სიტყვიერი და წერილობითი).
  • მოლაპარაკებების მართვისა და დარწმუნების მაღალი უნარი.

პიროვნული თვისებები:
  • შედეგზე და მიზნებზე ორიენტირებულობა.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა.
  • აქტიური, ინიციატივიანი და კომუნიკაბელური.

ანაზღაურება და სამუშაო პირობები:
  • ფიქსირებული ხელფასი: 1300 GEL + ბონუსები გაყიდვებიდან (გეგმის შესრულების მიხედვით).
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ.
  • სამუშაო გარემო: მყუდრო, მეგობრული და პროფესიული ზრდისთვის ღია გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზუმე (CV) ელ-ფოსტაზე: m.tskhadadze@premiergroup.am

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: Sales Manager

გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები,
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები