შემდეგი
დღეს - 12 სექ
ვიპ
ფინანსური დირექტორი / CFO
საზღვარგარეთი, უზბეკეთი, ტაშკენტი
საერთაშორისო კომპანია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@keystone.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
TOP მენეჯმენტი ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: დირექტორი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
TOP მენეჯმენტი ბუღალტერია / ფინანსებიფინანსური მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: დირექტორი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: რუსული
საერთაშორისო კომპანია რომელიც საქმიანობს სამედიცინო სფეროში, ეძებს გამოცდილ ფინანსურ დირექტორს (CFO), რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის ფინანსურ მიმართულებას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მისი შემდგომი განვითარებისა და ზრდის პროცესში.
სამუშაო ადგილი: უზბეკეთი (ტაშკენტი)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: აშშ დოლარში მაღალი ( დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის ფინანსური, საბუღალტრო, საბიუჯეტო და ანგარიშგების მიმართულებების ხელმძღვანელობა;
- ფინანსური გეგმების, ბიუჯეტების, პროგნოზებისა და მენეჯმენტისთვის განკუთვნილი ანგარიშების მომზადება და კონტროლი;
- ფინანსური ანგარიშგების დროული და ხარისხიანი მომზადების უზრუნველყოფა;
- ფინანსური აღრიცხვის, ასევე თვისა და წლის დახურვის პროცესების მართვა;
- ფინანსური მოდელების მომზადება და მენეჯმენტის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად ფინანსური ანალიზის განხორციელება;
- ფულადი ნაკადების, საბრუნავი კაპიტალის, დაფინანსებისა და კომპანიის ფინანსური შედეგების მართვა;
- საინვესტიციო ანალიზის, ბიზნესდაგეგმვისა და კორპორაციული ფინანსების სხვა მიმართულებების მხარდაჭერა;
- ეფექტიანი შიდა კონტროლის სისტემების უზრუნველყოფა და ფინანსური ინფორმაციის სიზუსტის კონტროლი;
- აუდიტორებთან, ბანკებთან, აქციონერებთან და სხვა გარე პარტნიორებთან ურთიერთობა;
- უმაღლესი მენეჯმენტისთვის ფინანსური რეკომენდაციების მომზადება და კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში მონაწილეობა.
განათლება და პროფესიული გამოცდილება
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან სხვა შესაბამის მიმართულებაში;
- მაღალ ფინანსურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია CFO-ის, ფინანსური დირექტორის ან ფინანსების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობისგამოცდილება;
- IFRS-ის ცოდნა;
- კორპორაციული ფინანსების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ფინანსური აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მაღალ დონეზე ცოდნა;
- შიდა კონტროლისა და ფინანსური მართვის პროცესების კარგი ცოდნა;
- რუსული ენის ძალიან კარგი ცოდნა.
პროფესიული და მენეჯერული უნარები
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : hr@keystone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. გისურვებთ წარმატებებს!
- ძლიერი ფინანსური ანალიზის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ფინანსური მოდელირების უნარები;
- კომპანიის ფინანსური შედეგების ანალიზისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების ეფექტიანად მართვის უნარი;
- ბიზნესისა და ფინანსური რისკების შეფასებისა და მართვის უნარი;
- ფულადი ნაკადებისა და საბრუნავი კაპიტალის ეფექტიანად მართვის უნარი;
- მაღალი დონის ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და მენეჯმენტისთვის მკაფიო ფინანსური რეკომენდაციების წარდგენის უნარი;
- ძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარები;
- რამდენიმე პრიორიტეტის ერთდროულად ეფექტიანად მართვისა და ვადების დაცვის უნარი;
- ძლიერი ორგანიზაციული და საკომუნიკაციო უნარები;
- აუდიტორებთან, ბანკებთან, აქციონერებთან და სხვა პარტნიორებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- უმაღლეს მენეჯმენტთან ეფექტიანად თანამშრომლობისა და კომპანიის ფინანსურ მიმართულებაზე სრული პასუხისმგებლობის აღების უნარი.
- სამედიცინო, ჯანდაცვის, ლაბორატორიულ, ფარმაცევტულ ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. გისურვებთ წარმატებებს!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
TOP მენეჯმენტი
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები