ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ეკონომიკა - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: დროებითი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1250
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
შპს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას დებიტორებთან ურთიერთობის მენეჯერის (დეკრეტის შემცვლელი) პოზიციაზე.
მისამართი: ნოდარ ბოხუას ქ. №12/ლუბლიანას ქ. №66
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 დან - 18:00 მდე.
ანაზღაურება: 1250 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დებიტორული დავალიანების დაფარვის კონტროლი;
- დებიტორებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
- წერილობითი კორესპონდენციების მომზადება და დებიტორებთან გაგზავნა;
- პროგრამაში და ანგარიშგებებში არსებული მონაცემების დამუშავება;
- დებიტორული დავალიანებების შესახებ ანგარიშგებების მომზადება;
- დებიტორული დავალიანების მართვასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
- შესრულების წარდგენა გამგეობა/კერძო სადაზღვევოსთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების სპეციალობით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- კრიზისული სიტუაციის და დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@gudushauri.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,დებიტორებთან ურთიერთობის მენეჯერი'.'
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.