დღეს - 31 აგვ
მარკეტინგის სპეციალისტი
თბილისი, საბურთალო
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) ციფრული მარკეტინგი, მარკეტინგის მენეჯმენტი, მარკეტინგის ანალიტიკა
  • ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) ციფრული მარკეტინგი, მარკეტინგის მენეჯმენტი, მარკეტინგის ანალიტიკა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ინგლისური
აიტი სერვისების კომპანია F1 - კომპიუტერული სერვისი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია 2008 წლიდან სტაბილურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე, უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციების აიტი მხარდაჭერას, მართავს IT ინფრასტრუქტურას და ახორციელებს ტექნიკურ პროექტებს.
კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - https://f1.com.ge/

ჩვენ ვეძებთ ინიციატივიან, შედეგზე ორიენტირებულ და განვითარებაზე მორგებულ გუნდის წევრს, რომელსაც სურს საკუთარი იდეების რეალურ ბიზნესზე დატესტვა, ახალი მიდგომების გამოცდა და თანამედროვე ტექნოლოგიების (AI) გამოყენებით F1-ის მარკეტინგის ეტაპობრივი განვითარება.
ჩვენთვის საინტერესოა კანდიდატი ძლიერი პოტენციალით - არ ველით, რომ პირველივე დღიდან ყველაფრის ექსპერტი იქნები. უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად შეუძლია ახალ თემაში გარკვევა, საკუთარი სამუშაოს დაგეგმვა და იდეის რეალურ შედეგამდე მიყვანა.

ძირითადი მოვალეობები
კონტენტ მარკეტინგი და ციფრული არხების მართვა:
  • სოციალური ქსელების (Facebook, LinkedIn) მართვა და განვითარება;
  • საინტერესო და სასარგებლო კონტენტის შექმნა, ბლოგის ამუშავება და სტატიების მომზადება;
  • საიტის ტექსტებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესება;
  • ნიუსლეთერის განვითარება;
  • ვიდეოგუნდთან ერთად ვიდეოკონტენტის იდეებისა და სცენარების შექმნა.

ციფრული მარკეტინგი და ოპტიმიზაცია:
  • SEO და GEO მიმართულებების განვითარება;
  • Meta Ads და Google Ads კამპანიების ეტაპობრივად ამუშავება და მართვა.

ინოვაცია და პროცესების ავტომატიზაცია (AI):
  • AI ხელსაწყოების აქტიური ინტეგრაცია კვლევაში, კონტენტის შექმნაში, იდეების განვითარებაში, ანალიტიკასა და რეპორტინგში;
  • ახალი მარკეტინგული არხებისა და ფორმატების მოძიება, ინიცირება და დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მცირე გამოცდილება (განიხილებიან კარიერის დასაწყისში მყოფი კანდიდატებიც ძლიერი პოტენციალით);
  • ციფრული მარკეტინგის არხებისა და ინსტრუმენტების საბაზისო ცოდნა/გაგება;
  • თანამედროვე AI ინსტრუმენტების გამოყენების ინტერესი და პრაქტიკაში დანერგვის მზაობა;
  • ინგლისურ ენაზე სამუშაო მასალების თავისუფლად კითხვისა და დამუშავების უნარი.

პიროვნული და პროფესიული თვისებები
  • სწრაფი ათვისების, დამოუკიდებელი კვლევისა და ახალ საკითხებში სწრაფად გარკვევის უნარი;
  • საკუთარი სამუშაო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და ორგანიზების
  • ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ინიციატივიანობა.

რას გთავაზობთ
  • პროფესიული და ტექნოლოგიური ზრდა: სივრცე, სადაც მიიღებ AI-ზე დაფუძნებული მარკეტინგული მუშაობის გამოცდილებას, შესაბამის AI ხელსაწყოებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას;
  • მოქმედების თავისუფლება: საკუთარი იდეების რეალურ ბიზნესზე დატესტვისა და მრავალფეროვანი მარკეტინგული მიმართულებების პრაქტიკაში გამოცდის შესაძლებლობა;
  • თანამედროვე სამუშაო გარემო: პირდაპირი თანამშრომლობა კომპანიის ხელმძღვანელთან, გაყიდვების, IT და ავტომატიზაციის გუნდებთან;
  • ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი სახელფასო პაკეტი (კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად);
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალოს რაიონი.

განაცხადის მიღების წესი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ელექტრონულ მისამართზე guga@f1.com.ge გამოაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:
  • რეზიუმე (CV);
  • მოკლე ტექსტი/ხედვა, სადაც აღწერთ: რა გაქვთ გაკეთებული, რა გაინტერესებთ და რას გააკეთებდით F1-ის მარკეტინგის გასაუმჯობესებლად.
  • სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 აგვისტო
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ციფრული მარკეტინგი,
მარკეტინგის მენეჯმენტი,
მარკეტინგის ანალიტიკა
ნახვები
უნიკალური ნახვები