შემდეგი
12 აგვ - 10 სექ
ქომისი / მზარეულის დამხმარე
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: careers@pullmantbilisi.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
სერვისის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- ინდუსტრია / სფერო(სასურველი):დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა - მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება
- ენები: ქართული
Pullman Tbilisi Axis Towers Accor-ის ჯგუფის პირველი პრემიუმ-კლასის სასტუმროა საქართველოში. თბილისის ყველაზე მაღალსართულიან შენობაში განთავსებული ულტრათანამედროვე, გამორჩეული კონცეფციის მქონე სასტუმრო იდეალური ადგილია როგორც დასვენებისთვის, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.
218 დახვეწილი დიზაინის ოთახი, 2000 მ 2 -ზე განლაგებული საკონფერენციო სივრცე, რესტორანი და ბარი ქალაქის პანორამული ხედებით - ის გამორჩეული გარემოა, სადაც საქმე და დასვენება იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.
ქომისის/ მზარეულის დამხმარეს პასუხისმგებლობები და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს შემდეგს:
- სტუმრებისთვის პროფესიონალური, მეგობრული და პროაქტიული მომსახურების მუდმივი უზრუნველყოფა, კოლეგებთან ეფექტური თანამშრომლობისა და მათი მხარდაჭერის პარალელურად.
- à la carte და/ან ბუფეტის მენიუსთვის განკუთვნილი ყველა კერძისა და საკვები პროდუქტის მომზადება და სერვირება სასტუმროს რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად.
- ყოველდღიური სამუშაო ცვლის ბრიფინგების დროს იდეების, მოსაზრებების აქტიური გაზიარება.
- ყველა მაცივარში პროდუქტების სწორი როტაციის უზრუნველყოფა, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ნარჩენები და პროდუქტის გაფუჭების რისკი.
- საწყობიდან მოთხოვნილი პროდუქციის სიზუსტისა და შესაბამისობის უზრუნველყოფა.
- მენიუს ყველა პოზიციის, დღის სპეციალური შეთავაზებებისა და მიმდინარე აქციების სრულყოფილად ცოდნა.
- სამუშაო სივრცეების, სამზარეულოს ინვენტარისა და აღჭურვილობის სისუფთავისა და გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა.
- სამზარეულოს პოლიტიკის, პროცედურებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.
- საკვებისა და სასმელების მომზადებისა და დამუშავების პროცესში უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების სრული დაცვა.
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- საკვების მომზადებისა და ჰიგიენის სტანდარტების საბაზისო ცოდნა.
- გუნდის წევრებთან კოორდინირებულად და ეფექტურად თანამშრომლობის უნარი
სამუშაო გრაფიკი:
5 სამუშაო დღე 2 დასვენება
ზედმეტი საათების ანაზღაურება დამატებით დასვენების დღით
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც გატაცებულია კულინარიით, მზად არის მუდმივად ისწავლოს და განვითარებაზე იზრუნოს, ასევე, ხელი შეუწყოს პოზიტიური თანამშრომლობის კულტურის შექმნას სამზარეულოში.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: careers@pullmantbilisi.com
მრავალფეროვნებისა და ინკლუზიისადმი ჩვენი ერთგულება:
ჩვენ ვართ ინკლუზიური კომპანია და ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ, დავასაქმოთ და განვავითაროთ მრავალფეროვანი ნიჭის მქონე ადამიანები.
რატომ Accor?
ჩვენ გაცილებით მეტი ვართ, ვიდრე მსოფლიო ლიდერი სტუმარმასპინძლობის სფეროში. ჩვენ მიგიღებთ ისეთად, როგორიც ხართ, და დაგეხმარებით იპოვოთ პოზიცია, რომელიც თქვენს პიროვნებას შეესაბამება. ჩვენ მხარს გიჭერთ ყოველდღიურ განვითარებასა და სწავლაში, რათა თქვენი საქმიანობა იყოს მიზანმიმართული და ღირებული. Accor-ში კარიერული გზის განმავლობაში თქვენ შეძლებთ აღმოაჩინოთ უსაზღვრო შესაძლებლობები.
თქვენ მიერ წარმოდგენილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. Pullman Tbilisi Axis Towers Hotel ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი შესაბამისობის შეფასების, შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და მონაცემთა დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
CV-ის/რეზიუმეს წარმოდგენით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა მიმდინარე და სამომავლო ვაკანსიებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით.
წარმოდგენილი განაცხადი შეინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით, ხოლო შესაბამის პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში - შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სერვისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები