შემდეგი
დღეს - 09 სექ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
შპს „ამბოლი“ წარმოადგენს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული კომპანიის, Georgia Capital PLC-ის (LN:CGEO) (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას და არის ერთ-ერთი ლიდერი და სწრაფად მზარდი მოთამაშე საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზარზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
შპს „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 14
ძირითადი მოვალეობები:
ფინანსური რეპორტინგი, ბიუჯეტირება და ანალიზი:
- ჯგუფში შემავალი კომპანიების ყოველთვიური დამოუკიდებელი და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, ანალიტიკა და ბიუჯეტთან შედარება;
- წლიური ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა, დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
- ფინანსური შედეგების ბიუჯეტთან გადახრების ანალიზი;
- ბიზნეს საჭიროებების შესაბამისად მოქნილი მოკლევადიანი პროგნოზების გენერირება;
- ჯგუფში შემავალი კომპანიების წლიური ფინანსური აუდიტის პროცესში ჩართულობა;
- მესამე მხარეების (Georgia Capital, საკრედიტო ორგანიზაციები, მომწოდებლები, სახელმწიფო ორგანიზაციები ა.შ.) მიერ მოთხოვნილი რეპორტების მომზადება.
ბიზნეს ანალიტიკა და ოპტიმიზაცია:
- არხებისა და პროდუქტების ჭრილში მარჟების ანალიზი და შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაცია;
- ახალი საინვესტიციო/საოპერაციო პროექტების ფინანსური მოდელების აგება, მომგებიანობის შეფასება NPV, IRR და სხვა კორპორატიული ფინანსების მაჩვენებლების გამოყენებით;
- ანალიტიკური მოდელების შექმნა, დახვეწა Power BI და Power Query-ს გამოყენებით, ეფექტური ფინანსური მოდელირებისა და ანალიზისთვის;
- BI დეველოპერებთან კოორდინაცია არსებული რეპორტების განახლებისა და ახლის შექმნის პროცესში.
- საავტომობილო ბაზრის და კონკურენტების ანალიზი.
პროფესიული კვალიფიკაცია და ტექნიკური უნარები:
- ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში/ფინანსებში;
- სამუშაო გამოცდილება ფინანსური რეპორტინგის და ანალიზის მიმართულებით;
- IFRS სტანდარტების ცოდნა და გამოყენების პრაქტიკა;
- Excel-ის (PowerPivot, Power Query, DAX) მაღალ დონეზე ცოდნა;
- ფინანსური ანალიზისათვის საჭირო მათემატიკური უნარები;
- ფინანსური მოდელირება;
- გუნდთან ერთად მუშაობის გამოცდილება;
- ბიუჯეტირების პროცესის ცოდნა ან/და გამოცდილება;
- ფინანსური აუდიტის პროცესის გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის გამოყენების გამოცდილება.
სასურველი კვალიფიკაცია და უნარები:
- სასურველია Power BI-ს და SQL-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
- სასურველია ACCA/CFA კვალიფიკაცია (მათ შორის არასრული კვალიფიკაციაც).
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ღია და ეფექტური კომუნიკაცია;
- გუნდურობა;
- სიღრმისეული ანალიზის მიდგომა;
- დროის ეფექტურად მართვა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები