დღეს - 09 სექ
უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
შპს „ამბოლი“ წარმოადგენს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული კომპანიის, Georgia Capital PLC-ის (LN:CGEO) (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას და არის ერთ-ერთი ლიდერი და სწრაფად მზარდი მოთამაშე საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზარზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
შპს „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 14

ძირითადი მოვალეობები:

ფინანსური რეპორტინგი, ბიუჯეტირება და ანალიზი:
  • ჯგუფში შემავალი კომპანიების ყოველთვიური დამოუკიდებელი და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, ანალიტიკა და ბიუჯეტთან შედარება;
  • წლიური ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა, დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
  • ფინანსური შედეგების ბიუჯეტთან გადახრების ანალიზი;
  • ბიზნეს საჭიროებების შესაბამისად მოქნილი მოკლევადიანი პროგნოზების გენერირება;
  • ჯგუფში შემავალი კომპანიების წლიური ფინანსური აუდიტის პროცესში ჩართულობა;
  • მესამე მხარეების (Georgia Capital, საკრედიტო ორგანიზაციები, მომწოდებლები, სახელმწიფო ორგანიზაციები ა.შ.) მიერ მოთხოვნილი რეპორტების მომზადება.

ბიზნეს ანალიტიკა და ოპტიმიზაცია:
  • არხებისა და პროდუქტების ჭრილში მარჟების ანალიზი და შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაცია;
  • ახალი საინვესტიციო/საოპერაციო პროექტების ფინანსური მოდელების აგება, მომგებიანობის შეფასება NPV, IRR და სხვა კორპორატიული ფინანსების მაჩვენებლების გამოყენებით;
  • ანალიტიკური მოდელების შექმნა, დახვეწა Power BI და Power Query-ს გამოყენებით, ეფექტური ფინანსური მოდელირებისა და ანალიზისთვის;
  • BI დეველოპერებთან კოორდინაცია არსებული რეპორტების განახლებისა და ახლის შექმნის პროცესში.
  • საავტომობილო ბაზრის და კონკურენტების ანალიზი.

პროფესიული კვალიფიკაცია და ტექნიკური უნარები:
  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში/ფინანსებში;
  • სამუშაო გამოცდილება ფინანსური რეპორტინგის და ანალიზის მიმართულებით;
  • IFRS სტანდარტების ცოდნა და გამოყენების პრაქტიკა;
  • Excel-ის (PowerPivot, Power Query, DAX) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფინანსური ანალიზისათვის საჭირო მათემატიკური უნარები;
  • ფინანსური მოდელირება;
  • გუნდთან ერთად მუშაობის გამოცდილება;
  • ბიუჯეტირების პროცესის ცოდნა ან/და გამოცდილება;
  • ფინანსური აუდიტის პროცესის გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის გამოყენების გამოცდილება.

სასურველი კვალიფიკაცია და უნარები:
  • სასურველია Power BI-ს და SQL-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ACCA/CFA კვალიფიკაცია (მათ შორის არასრული კვალიფიკაციაც).

პიროვნული უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ღია და ეფექტური კომუნიკაცია;
  • გუნდურობა;
  • სიღრმისეული ანალიზის მიდგომა;
  • დროის ეფექტურად მართვა.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები