დღეს - 08 სექ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა, პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, საბითუმო - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა, პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, საბითუმო - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, დოქტორი, მაგისტრი
- ენები: ინგლისური
კომპანია “აკვალაინი” აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე: https://aqualine.selfrecruit.ge/s/HNW7y
- მომხმარებელთან პირველადი კომუნიკაციის წარმართვა, მისი მოთხოვნებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება, პროექტის მიზნების, მოცულობისა და ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა, შესაბამის გუნდებთან კოორდინაციით პროექტის კონცეფციის ჩამოყალიბება;
- პირველადი კომერციული შეთავაზებებისა და საპროექტო წინადადებების მომზადება, ტექნიკურ და ფინანსურ გუნდებთან თანამშრომლობით;
- მომხმარებელთა მოზიდვისა და გაყიდვების პროცესის განხორციელება, ტენდერებში მონაწილეობის ორგანიზება და კოორდინაცია, კომერციული წინადადებების მომზადება და წარდგენა;
- პროექტის განხორციელების გეგმის შემუშავება, მათ შორის სამუშაო გრაფიკის, ეტაპების, რესურსების, ტექნიკური სპეციფიკაციების, ბიუჯეტისა და საკვანძო ვადების განსაზღვრა;
- მის პასუხისმგებლობაში არსებული პროექტების ადმინისტრირება და შესრულების პროცესის მართვა პროექტის დასრულებამდე;
- პროექტის მიმდინარეობის მუდმივი მონიტორინგი, შესრულების პროგრესის შეფასება, შესაძლო რისკების იდენტიფიცირება, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და შესაბამისი მხარეების დროული ინფორმირება.
- პროექტში ჩართული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, პროექტის შეუფერხებელი მიმდინარეობის მიზნით;
- პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი და დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში პროექტის განხორციელების უზრუნველყოფა;
- პროექტის მიმდინარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა, ასევე პერიოდული ანგარიშგების წარდგენა შესაბამისი დეპარტამენტებისა და მენეჯმენტისთვის;
- პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა, მათ შორის ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, შეთანხმებების, ოქმებისა და სხვა საპროექტო დოკუმენტების მომზადების, შეთანხმებისა და შესაბამის დეპარტამენტებში დროული გადაცემის უზრუნველყოფა;
- პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული მასალებისა და რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კოორდინაცია, მარაგების, ადგილობრივი შესყიდვებისა და იმპორტის პროცესების გათვალისწინებით;
- ტექნიკური ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალების მოთხოვნების დამუშავების, შესაბამის პროგრამულ სისტემაში ასახვისა და ობიექტზე დროული მიწოდების კოორდინაცია;
- ტექნიკურ, საწყობის, ლოჯისტიკის, შესყიდვების, იმპორტის, ფინანსებისა და ბუღალტერიის დეპარტამენტებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით;
- პროექტის ფინანსური და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადების კოორდინაცია, მათ შორის ფორმა №2-ის, შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და პროექტის დახურვის სრული დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა.
- პროექტის დასრულების შემდეგ შედეგების შეფასება, მიღებული გამოცდილების დოკუმენტირება და პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებებისა და დამატებითი დავალებების შესრულება პოზიციის პასუხისმგებლობების ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ინჟინერიის, ფინანსების, პროექტირების ან/და მსგავსი მიმართულებებით);
- პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სამშენებლო ან/და საინჟინრო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
- პროექტების მართვის ცოდნა, დოკუმენტბრუნვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების კონტროლის გამოცდილება;
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა (MS Office, Excel, პროექტების მართვის სისტემები);
- ტექნიკური და პროექტის ნახაზების წაკითხვის უნარი;
- ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა (სასაუბრო და წერითი უნარები);
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციისა და კოორდინაციის კარგი უნარები;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- პროფესიული განვითარებისა და ცოდნის მუდმივი განახლების მოტივაცია.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- კონკურენტუნარიანი ანაზღაურება (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად);
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი;
- თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის დაფარვა;
- კვარტალში 1 დამატებითი დასვენების დღე (Day Off);
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე: https://aqualine.selfrecruit.ge/s/HNW7y
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა,
პროექტების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
