დღეს - 09 სექ
ვიპ CV
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: ნაწილობრივი განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული,ინგლისური
Game Zone აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების და მხარდაჭერის ასისტენტის პოზიციაზე.
Game Zone 2010 წლიდან აერთიანებს საქართველოში გეიმინგით დაინტერესებულ მომხმარებლებს. კომპანია არის Sony PlayStation-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.
ეძებ პირველ სამსახურს, სადაც გამოცდილებასაც მიიღებ და განვითარების რეალური შესაძლებლობაც გექნება?
Game Zone ეძებს ენერგიულ და პასუხისმგებლიან შეკვეთებისა და მხარდაჭერის ასისტენტს, რომელიც გუნდს ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში დაეხმარება.
ამ პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად გამოცდილება არ გჭირდება — ყველაფერს ადგილზე გასწავლით.
რას გააკეთებ?
- მოამზადებ გაყიდულ პროდუქციას და გამოიტან საწყობიდან;
- შეაგროვებ და შეფუთავ ონლაინ შეკვეთებს;
- მომზადებულ შეკვეთებს გადასცემ კურიერებს;
- დაეხმარები გუნდს პროდუქციის მიღებასა და განთავსებაში;
- იზრუნებ შეკვეთების ზონისა და საწყობის მოწესრიგებაზე;
- ეტაპობრივად გაეცნობი Game Zone-ის პროდუქტებსა და გაყიდვების პროცესს.
ვის ვეძებთ?
ადამიანს, რომელიც:
- არის პასუხისმგებლიანი და პუნქტუალური;
- შეუძლია გუნდთან თანამშრომლობა;
- ყურადღებით ეკიდება დეტალებს;
- არ ერიდება მოძრავ და აქტიურ სამუშაოს;
- სურს ახალი საქმის სწავლა და პროფესიული განვითარება.
სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის.
ეს პოზიცია შეიძლება გახდეს შენი პირველი სამსახური და პირველი ნაბიჯი საცალო გაყიდვებისა და მენეჯმენტის მიმართულებით.
რას გთავაზობთ?
- კვირაში 5 სამუშაო დღეს;
- ნახევარ განაკვეთზე მუშაობას — დღეში 5 საათი;
- 600 ლარ ფიქსირებულ ხელფასს;(net)
- სამუშაოს ადგილზე სრულად შესწავლას;
- მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდს;
- გეიმინგ პროდუქტებისა და გაყიდვების პროცესის გაცნობის შესაძლებლობას;
- კარიერული განვითარების მკაფიო გზას.
ამ პოზიციიდან შეგიძლია ეტაპობრივად გადახვიდე შემდეგ საფეხურებზე:
- ექსპერტ-კონსულტანტი
- ფილიალის უმცროსი მენეჯერი
- ფილიალის უფროსი მენეჯერი
ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატი, რომელსაც სურს განვითარება. ამიტომ კარგი შედეგების, პასუხისმგებლობისა და სწავლის სურვილის შემთხვევაში, გექნება შესაძლებლობა გაიზარდო კომპანიის შიგნით და გადახვიდე ექსპერტ-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია:
Game Zone-ის ფილიალი — ჭავჭავაძის 37ლ.( ჰოუმმარტი)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
ეთანხმებით, რომ შპს "Game Zone" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "Game Zone" - ის მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
წარმატებას გისურვებთ!
გაყიდვები
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 1
