დღეს - 05 სექ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
საოპერაციო პროცესების მართვა - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 3000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
საოპერაციო პროცესების მართვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
კომპანია "მისტერ მასტერი" 17 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე სტაბილურად ოპერირებს და სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვან საყოფაცხოვრებო და კომუნალურ სერვისებს - 24/7, ყოველდღე.
ჩვენი საქმიანობის შესახებ, მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე: http://mrmaster.ge; https://www.facebook.com/mrmaster.ge/
მისტერ მასტერი აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი: კომპანია "მისტერ მასტერის" მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა (დაგეგმვა, მართვა, მონიტორინგი), შესაბამისი სამუშაო პროცედურების დაცვით, ტექნიკური ოპერაციების გამართული და ეფექტიანი მართვა, გუნდის შედეგიანობის ზრდა, რესურსების ოპტიმალური გამოყენება და მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფა, რათა კომპანიამ სტაბილურად მიაღწიოს საოპერაციო და ბიზნეს მიზნებს.
სამუშაო პირობები:
- ფიქსირებული ანაზღაურება: 3000 net ლარი
- კვარტლური პრემია: KPI-ის შესრულებიდან გამომდინარე
- სამუშაო გრაფიკი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, მენეჯმენტი) ;
- აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მართვა და კონტროლი;
- ტექნიკოსების ყოველდღიური სამუშაო პროცედურის დაცვისა და დისციპლინარული ქცევის მონიტორინგი;
- რთულ, არასტანდარტულ სიტუაციებში ჩართულობა, ტექნიკოსების მხარდაჭერა შეკვეთის შესრულებისთვის საჭირო დამატებით ბრიგადების, ინსტრუმენტების ან სხვა საკითხების ორგანიზებაში;
- გუნდთან პერმანენტული შეხვედრები, არსებული სიტუაციის ანალიზი;
- სხვადასხვა სახის შიდა რეპორტინგი (ფინანსური, რაოდენობრივი);
- გუნდთან ერთად, ყოველთვიური KPI-ების პარამეტრების შესრულების უზრუნველყოფა;
- სხვადასხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა.
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება;
დამატებითი ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
- ულიმიტო სასაუბრო დრო;
- სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
- ფასდაკლებები კომპანიის სერვისებზე;
ზოგადი კომპეტენციები:
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@mrmaster.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "საოპერაციო მენეჯერი".
შპს "404"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "404"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
საოპერაციო პროცესების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
