დღეს - 04 სექ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი
ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 - 2800
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ინგლისური,რუსული
"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ ლოკალური რემონტის ინჟინერს.
ბს/2 ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის — „Penki Kontinentai“ ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ქმნის და ნერგავს ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს საბანკო, საფინანსო და საცალო ვაჭრობის სექტორებისთვის.
ბს/2 ჯორჯია წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრით საქართველოში და თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან.
ბს/2-ის პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და უკვე 30 წელზე მეტია ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში.
გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ - ოფისის ტური, გუნდური ღონისძიებები და მეტი
სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (სადგური "დიდუბიდან" ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 (1სთ. შესვენება)
ანაზღაურება: 1200 - 2800 ლარი (NET) კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- საბანკო მოწყობილობებზე სარემონტო სამუშოების ჩატარება;
- პოს-ტერმინალების შეკეთება, შეცვლა გაწმენდა;
- სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად.
მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
- სარჩილავთან მუშაობის გამოცდილება;
- შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fit pass ბარათს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/Sopk7EMb
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
შეკეთება / მონტაჟი
ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

