შემდეგი
დღეს - 21 აგვ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ოფისის მენეჯმენტი, სერვისის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
განახლებადი ენერგიები და გარემო - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
ჰიდრო 3 აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ოფის მენეჯერი
ჩვენ ვართ ენერგეტიკულ სექტორში მოქმედი მზარდი კომპანია.
გაფართოებასთან დაკავშირებით, ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და ორგანიზებულ ოფის მენეჯერს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
- საოფისე, საკანცელარიო და სამეურნეო შესყიდვების წარმოება ყოველკვირეულად, მარაგების ეფექტიანი მართვა;
- ახალი თანამშრომლისთვის სამუშაო სივრცის, კომპიუტერის და სხვა აუცილებელი აღჭურვილობის ორგანიზება;
- შიდა და გარე კორესპონდენციის მართვა — მიღება, რეგისტრაცია და ადრესატისთვის მიწოდება;
- ოფისის სტუმრების მიღება და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
- საჭიროების შემთხვევაში, აუთსორს კომპანიებთან/თანამშრომლებთან კომუნიკაცია;
- თანამშრომლების შიდა და საერთაშორისო მივლინებების დაგეგმვა, შესაბამისი ჯავშნებისა და ვიზების უზრუნველყოფა;
- შეხვედრების დაორგანიზება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- საოფისე პროგრამების (MS Office) გამართულად ფლობა.
პიროვნული მახასიათებლები
- მაღალი ორგანიზებულობა და ოპერატიულობა;
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კეთილგანწყობა და მოწესრიგებულობა.
სამუშაო პირობები და შეთავაზება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (5-დღიანი სამუშაო კვირა, 10:00 – 18:00 სთ);
სასიამოვნო, საქმიანი და მეგობრული სამუშაო გარემო;
გამოცდილ პროფესიონალებთან თანამშრომლობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ოფისის მენეჯმენტი,
სერვისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 2