დღეს - 21 აგვ
ოფის მენეჯერი
თბილისი, დიდუბე, ა.წერეთლის გამზ.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ოფისის მენეჯმენტი, სერვისის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება განახლებადი ენერგიები და გარემო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
ჰიდრო 3 აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ოფის მენეჯერი
ჩვენ ვართ ენერგეტიკულ სექტორში მოქმედი მზარდი კომპანია.

გაფართოებასთან დაკავშირებით, ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და ორგანიზებულ ოფის მენეჯერს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
  • საოფისე, საკანცელარიო და სამეურნეო შესყიდვების წარმოება ყოველკვირეულად, მარაგების ეფექტიანი მართვა;
  • ახალი თანამშრომლისთვის სამუშაო სივრცის, კომპიუტერის და სხვა აუცილებელი აღჭურვილობის ორგანიზება;
  • შიდა და გარე კორესპონდენციის მართვა — მიღება, რეგისტრაცია და ადრესატისთვის მიწოდება;
  • ოფისის სტუმრების მიღება და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
  • საჭიროების შემთხვევაში, აუთსორს კომპანიებთან/თანამშრომლებთან კომუნიკაცია;
  • თანამშრომლების შიდა და საერთაშორისო მივლინებების დაგეგმვა, შესაბამისი ჯავშნებისა და ვიზების უზრუნველყოფა;
  • შეხვედრების დაორგანიზება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე პროგრამების (MS Office) გამართულად ფლობა.

პიროვნული მახასიათებლები
  • მაღალი ორგანიზებულობა და ოპერატიულობა;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კეთილგანწყობა და მოწესრიგებულობა.

სამუშაო პირობები და შეთავაზება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (5-დღიანი სამუშაო კვირა, 10:00 – 18:00 სთ);
სასიამოვნო, საქმიანი და მეგობრული სამუშაო გარემო;

გამოცდილ პროფესიონალებთან თანამშრომლობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ოფისის მენეჯმენტი,
სერვისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 2