დღეს - 04 სექ
ადამიანური რესურსების ადმინისტრირების მენეჯერი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები HR ადმინისტრაცია, HR მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადამიანური რესურსები HR ადმინისტრაცია, HR მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ინგლისური
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge

ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების ადმინისტრირების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • HR ადმინისტრირების სრული ციკლის მართვა;
  • საკადრო დოკუმენტაციის ადმინისტრირება შრომის კოდექსისა და შიდა პოლიტიკების შესაბამისად;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და მონაცემთა ბაზების მართვა/განახლება;
  • HRIS-ისა და სხვა პროგრამებში პერსონალის მონაცემების ადმინისტრირება;
  • Payroll პროცესის სრული ადმინისტრირება და ბიუჯეტის კონტროლი;
  • თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევისა და სხვა ბენეფიტების მართვა;
  • თანამშრომელთა მხარდაჭერა საკადრო საკითხებში;
  • ON/OFF Boarding პროცესების ორგანიზება და მართვა;
  • შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა;
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და საჭიროების შემთხვევაში პრობლემური ქეისების ესკალაცია.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
  • HR ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • Microsoft Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
  • შრომის კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
  • ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Payroll-ის (ხელფასების დათვლისა და ადმინისტრირების) პროცესში პრაქტიკული გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

აუცილებელი უნარები:
  • გუნდში ინტეგრაციისა და საერთო მიზნების მისაღწევად ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
  • ემპათიისა და ადამიანებთან სწორი კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე სამუშაო პროცესში;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
  • ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადამიანური რესურსები
HR ადმინისტრაცია,
HR მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები