დღეს - 04 სექ
სტანდარტი
ვულკანიზაციის სპეციალისტი
თბილისი, დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@toyota-tbilisi.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ავტო-მოტო
ვულკანიზაცია - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სატრანსპორტო საშუალებები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1300
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ავტო-მოტო
ვულკანიზაცია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისებისატრანსპორტო საშუალებები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
ტოიოტა ცენტრი თბილისი
გამოქვეყდა: 6 აგვისტო / 6 სექტემბერი ჩათვლით
კომპანია „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ არის ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში, რომელიც საავტომობილო ბაზარზე, 1997 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, ტოიოტას ბრენდის უახლესი მოდელების ავტომობილების ფართო არჩევანს, მხოლოდ ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს, ასევე ავტომანქანის მაღალ-პროფესიონალურ სერვისს, რომელიც ტოიოტას სერტიფიცირებული ხელოსნების მიერ ხორციელდება. „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ შოურუმი და სერვისცენტრი, სრულად არის „ტოიოტა“-ს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში და მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზეა მორგებული.
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ აცხადებს ვაკანსიას ვულკანიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გამოცდილება და განათლება:
- სავალდებულოა: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ვულკანიზაციის სპეციალისტის/საბურავების ტექნიკოსის პოზიციაზე.
- ტექნიკური ცოდნა: საბურავების მონტაჟის, დემონტაჟისა და ბალანსირების თანამედროვე აპარატურასთან/დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება.
- საშუალო ან პროფესიული/ტექნიკური განათლება (ჩაითვლება უპირატესობად).
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია).
პროფესიული ცოდნა და უნარები:
- საბურავების ტიპების, ზომების, სეზონურობისა და ცვეთის მახასიათებლების საფუძვლიანი ცოდნა.
- საბურავის დაზიანებების (პუნქცია, ჭრილი, დეფორმაცია) სწრაფი იდენტიფიცირებისა და შეკეთების ტექნოლოგიების ფლობა.
- შრომის უსაფრთხოებისა და ტექნიკური ნორმების ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა.
- სამუშაო სივრცეში წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნების უნარი (ტოიოტას 5S სტანდარტის პრინციპების გაგება/დაცვა).
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.
- დროის ეფექტურად მართვისა და დატვირთულ რეჟიმში სწრაფად მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 116
- სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 – 17:30, შაბათ დღეს 09:30 საათიდან 14:00 საათამდე.
- ანაზღაურება: ფიქცირებული ყოველთვიური ანაზღაურება ხელზე 1300 ლარი და ბონუსი
რას გთავაზობთ ჩვენ:
- სტაბილური დასაქმება საერთაშორისო ბრენდში – ტოიოტას გლობალური სტანდარტების შესაბამისად.
- მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო, სადაც შედეგი ფასდება.
- სოციალური პაკეტი და თანამშრომელზე ორიენტირებული პირობები.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@toyota-tbilisi.com
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://toyota-tbilisi.com/
პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@toyota-tbilisi.com მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკაშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.
შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს კანდიდატის შერჩევის პროცესისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემები.
ანიჭებთ შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, მომავალში თქვენი კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.
დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/ გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
დასაქმებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და ერთწლიანი ვადის გასვლისთანავე, შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში დაცულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: +995 (032) 2 511, +995 0322 52 20 22, info@toyota-tbilisi.com
ავტო-მოტო
ვულკანიზაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
