დღეს - 03 სექ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
ლომბარდის ოპერაციები ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: დროებითი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
ლომბარდის ოპერაციები ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვაფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ინგლისური,რუსული
სს "თიბისი“ აცხადებს ვაკანსიას: ფილიალის მენეჯერი - საცალო ლომბარდის ქსელი "ვალუტო"
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
ვალუტო - ეს არის თიბისის საცალო ლომბარდის ქსელი.
ვალუტოს ფილიალები მომხმარებელთან შეხვედრის ფიზიკური წერტილებია, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. აქ მოსულ ადამიანებს თქვენი სახით ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ცდილობს გააბედნიეროს მომხმარებელი.
სამუშაოს აღწერა
შენ, როგორც ფილიალის მენეჯერი:
- უზრუნველყოფ ფილიალის თანამშრომლების კოორდინირებულ და მოტივირებულ მუშაობას;
- მუდმივად ჩართული იქნები მომსახურების პროცესის მონიტორინგში;
- იზრუნებ თანამშრომლების კომპეტენციასა და კვალიფიკაციაზე;
- საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფ თანამშრომლების კონკრეტულ საკითხებში გადამზადებას;
- უზრუნველყოფ კლიენტების ხარისხიან, ზუსტ, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას;
- დაგეგმავ ოპერაციების დადგენილი სტანდარტების ფარგლებში შესრულებისათვის, ყველა აუცილებელ ღონისძიებას, გააკონტროლებ პროცედურის შესრულების სისწორეს;
- ოპერატიულად მიიღებ გადაწყვეტილებას მიმდინარე საქმიანობის პროცესში წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით;
- უზრუნველყოფ საკასო ოპერაციების წარმოების კონტროლს;
- უზრუნველყოფ ინკასაციით მომსახურებასთან დაკავშირებულ პროცედურების წარმოებას;
- უზრუნველყოფ სალაროს გამართულ მუშაობასა და ლიმიტის კონტროლს შესაბამისი პროცედურების დაცვით;
- იზრუნებ ოქროს სალომბარდე და სასესხო პროდუქტების გაყიდვებსა და მასთან დაკავშირებულ პროცედურების წარმოებაზე;
- უზრუნველყოფ ფილიალის გეგმების შესრულებას;
- უზრუნველყოფ სწრაფი გზავნილების გაგზავნა/განაღდებასა და კონვერტაციების შესრულებას;
კვალიფიკაცია
- მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელი;
- სალომბარდე პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება 2 წელი;
- მენეჯერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
- ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
- შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
- გაქვს ლიდერული და გუნდურად მუშაობის უნარი
- ხარ შედეგებზე ორიენტირებული
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/B9wVN
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
საბანკო
ლომბარდის ოპერაციები
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

