დღეს - 03 სექ
ვიპ
სამუშაოთა მწარმოებელი
გორის მუნიციპალიტეტი, ბერბუკი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@bemoni.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო
სამშენებლო სამუშაოები - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური,რუსული
შპს „ბემონი ინჟინერია და მშენებლობა“ წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.
კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.
კომპანია „ბემონი“ აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. გორი, ბერბუკის დასახლება
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და ყოველდღიური კოორდინაცია პროექტის მენეჯერთან ერთად;
- სამუშაოების შესრულების კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური მოთხოვნებისა და მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად;
- ობიექტისთვის საჭირო რესურსების (ადამიანური რესურსი, მასალები, ტექნიკა და მექანიზმები) დაგეგმვასა და ეფექტიან გამოყენებაში მონაწილეობა;
- სამშენებლო სამუშაოების პროგრესის, ვადებისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობების მონიტორინგი;
- ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და ყოველდღიური ანგარიშების მომზადება;
- ქვეკონტრაქტორების საქმიანობის კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების კონტროლი;
- შრომის უსაფრთხოების, ხარისხის სტანდარტებისა და ტექნიკური მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
- შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და ფორმა №2-ის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინჟინერ-მშენებლის ან სხვა შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით;
- ამავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური სტანდარტების კარგი ცოდნა;
- ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office-ისა და საინჟინრო პროგრამების (AutoCAD, Archicad) ცოდნა;
- სასურველია B კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა.
პირადი უნარ-ჩვენები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@bemoni.com არაუგვიანეს 2026 წლის 5 სექტემბრისა.
გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
სამშენებლო
სამშენებლო სამუშაოები
ნახვები
უნიკალური ნახვები
