დღეს - 02 სექ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი
ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მონტაჟი და შეკეთება - ინდუსტრია / სფერო: ტექნიკა და ქსელები
ტელეკომუნიკაციები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 900 - 1000(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
ჯინეტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ოპტიკური ქსელის ტექნიკოსი (შემოსავლიანი პოზიცია 1000₾+)
დამსაქმებელი: GE NET (ჯინეტი)
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
განაკვეთი: სრული
სამუშაოს აღწერილობა:
- მაგისტრალური და სააბონენტო ოპტიკური ქსელის მონტაჟი;
- ახალი აბონენტების ჩართვა;
- დროფ კაბელის დამაგრება და აბონენტამდე მიყვანა;
- ტექნიკური დავალებების შესრულება დადგენილ ვადებში;
- ქსელში არსებული ხარვეზების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;
- მომხმარებელთან პროფესიული კომუნიკაცია და სამუშაოს ხარისხიანი დასრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ოპტიკურ კაბელთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- ტექნიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
ანაზღაურება (შედეგზე დაფუძნებული სისტემა):
- თვიური შემოსავალი იწყება 1000 ლარიდან და აქტიური მუშაობის შემთხვევაში აღწევს 1900 ლარს და მეტსაც (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი + სატრანსპორტო კომპენსაცია, შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით);
გამოსაცდელი ვადის პერიოდში: ფიქსირებული 900 ლარი (3 თვე);
გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი;
საკუთარი ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში: დამატებით 500 ლარი სატრანსპორტო კომპენსაცია;**
ბონუს სისტემა:
მაგისტრალური ოპტიკური კაბელის მონტაჟი/დაჭიმვა – 0.10 ლარი მეტრზე;
ფიზიკური პირის ინსტალაცია – 5 ლარი;
იურიდიული პირის ინსტალაცია – 10 ლარი;
ბიზნეს მომხმარებლის მოძიებისა და წარმატებით ჩართვის შემთხვევაში, თანამშრომლის ინიციატივა და კომუნიკაციური უნარი წახალისდება ბონუსით — დაერიცხება 1 თვის სააბონენტო გადასახადის სრული ოდენობა, მომხმარებლის მიერ არჩეული პაკეტის შესაბამისად.**
მნიშვნელოვანი პირობა:
ინსტალაცია ჩაითვლება დასრულებულად მხოლოდ ტექნიკური სტანდარტის და ხარისხის კონტროლის შემდგომ;
არასწორი მონტაჟის შედეგად წარმოქმნილი ხარვეზის აღმოფხვრა განხორციელდება დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
დამატებითი ინფორმაცია:
კომპანია უზრუნველყოფს პროფესიულ განვითარებას და სტაბილურ თანამშრომლობას;
ვეძებთ პასუხისმგებელ და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კანდიდატს.
ეს პოზიცია არ არის დროებითი ან შემთხვევითი დასაქმებისთვის.
გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@genet.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ოპტიკური ქსელის ტექნიკოსი"
შეკეთება / მონტაჟი
ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მონტაჟი და შეკეთება
ნახვები
უნიკალური ნახვები
