დღეს - 01 სექ
სტანდარტი
ესთეტიკის ცენტრის მენეჯერი
თბილისი
ესთეტიკის ცენტრი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577 22 44 55

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ფილიალის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სილამაზე/თავის მოვლა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ფილიალის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სილამაზე/თავის მოვლა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
ესთეტიკის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ესთეტიკის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე,

ვეძებს მოტივირებულ, კრეატიულ და პასუხისმგებლიან ესთეტიკის ცენტრის მენეჯერს, რომელიც სრულად ჩაიბარებს ახალი ესთეტიკის ცენტრის განვითარებას — დაწყებული სივრცის მომზადებისა და გახსნის პროცესიდან, დასრულებული ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურ მართვამდე.
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი შექმნას და განავითაროს ახალი მიმართულება, შეუძლია პროცესების დამოუკიდებლად მართვა და აქვს ხედვა, როგორ გახადოს ესთეტიკის ცენტრი წარმატებული და კონკურენტუნარიანი. თანამშრომელი პასუხისმგებელი იქნება ცენტრის გახსნის პროცესის კოორდინაციაზე, საჭირო რესურსების ორგანიზებაზე, მომსახურების მიმართულებების ჩამოყალიბებაზე, გუნდის შერჩევასა და მართვაზე, მომხმარებელთა მოზიდვასა და მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფაზე.

სამუშაოს მოვალეობები
  • ესთეტიკის ცენტრის გახსნის პროცესის სრულად მართვა;
  • რემონტის, ინვენტარისა და საჭირო აღჭურვილობის შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
  • მომსახურების მიმართულებების დაგეგმვა და განვითარება;
  • თანამშრომლების მოძიება, შერჩევა და გუნდის ფორმირება;
  • ყოველდღიური სამუშაო პროცესების მართვა და კონტროლი;
  • მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების ზრდაზე და მომხმარებელთა ბაზის განვითარებაზე მუშაობა;
  • სოციალური ქსელებისა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • ფინანსური შედეგების, ხარჯებისა და შემოსავლების კონტროლი;
  • მომსახურების სტანდარტების დანერგვა და გაუმჯობესება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • ესთეტიკის, სილამაზის, ავტოესთეტიკის, მომსახურების ან მსგავს სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • გუნდის მართვისა და პროცესების დამოუკიდებლად ორგანიზების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • კრეატიული აზროვნება და განვითარების ხედვა;
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ
  • საინტერესო შესაძლებლობას ახალი მიმართულების შექმნასა და განვითარებაში;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე- +995 577 20 92 92 / +995 577 22 44 55
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები