დღეს - 29 აგვ
პერსონალური ასისტენტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: არასამთავრობო (NGO) ბავშვთა კეთილდღეობა და განვითარება
  • ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული სამოქალაქო და სოციალური ორგანიზაცია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    არასამთავრობო (NGO) ბავშვთა კეთილდღეობა და განვითარება
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    არაკომერციული სამოქალაქო და სოციალური ორგანიზაცია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
  • ენები: ქართული
ა(ა)იპ „სტუდია ეი-დი-სი" აცხადებს ვაკანსიას პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე „პერსონალური ასისტენტით უზრუნველყოფის" ქვეპროგრამისთვის.

თუ გსურთ თქვენი საქმიანობით ხელი შეუწყოთ ბენეფიციარების დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და მათ ყოველდღიურ მხარდაჭერას, გიწვევთ შემოგვიერთდეთ.

ძირითადი მოვალეობები
  • პერსონალური ასისტენტი უზრუნველყოფს ბენეფიციარის მხარდაჭერას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და გაზრდის მიზნით. ასისტირება ხორციელდება ბენეფიციარის საჭიროებების შესაბამისად, მათ შორის განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას და ყოველდღიური საქმიანობის განხორციელების პროცესში.
  • ძირითადი ფუნქციები მოიცავს:
  • კვების პროცესში დახმარებას;
  • პირადი ჰიგიენის, თავის მოვლის პროცედურებისა და ჩაცმის პროცესში მხარდაჭერას;
  • საოჯახო საქმეების შესრულებაში დახმარებას და საყიდლებზე თანმხლებ მხარდაჭერას;
  • მობილობისა და კომუნიკაციის პროცესში დახმარებას;
  • ჯანმრთელობის დაცვისა და რეაბილიტაციის პროცესში მხარდაჭერას;
  • სამუშაოს, განათლების, დასვენების, დღის დაგეგმვისა და სხვა ყოველდღიურ აქტივობებში მონაწილეობის ხელშეწყობას.

პასუხისმგებლობები
  • ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ხარისხიანი ასისტირების გაწევა;
  • ბენეფიციარის დამოუკიდებლობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხარდაჭერა;
  • კონფიდენციალურობისა და ეთიკური სტანდარტების დაცვა;
  • პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული დოკუმენტაციის/ანგარიშგების წარმოება;
  • პროგრამის კოორდინატორთან და გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება
  • საშუალო.

გამოცდილება
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ პერსონალური ასისტენტის, მომვლელის, ექთნის/მედდის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება.

უნარები
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ბენეფიციარის საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის გაწევის უნარი.

პიროვნული თვისებები
  • ემპათიური და გულისხმიერი დამოკიდებულება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოქნილობა და ადაპტაციის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ბენეფიციარის საჭიროებებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები
  • სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, ბენეფიციარის საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით.

განაცხადის მიღების წესი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: adc.vacancy.ge@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: „პერსონალური ასისტენტი“.
არასამთავრობო (NGO)
ბავშვთა კეთილდღეობა და განვითარება
ნახვები
უნიკალური ნახვები