დღეს - 29 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
სხვა სილამაზე / ესთეტიკური მედიცინა მასაჟის თერაპია - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა,უფასო კვება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
სხვა სილამაზე / ესთეტიკური მედიცინამასაჟის თერაპია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):დასვენება და მოგზაურობა
რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: პროფესიული კოლეჯი, არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, დოქტორი, მაგისტრი, ბაკალავრი, სხვა
- ენები: ქართული
სასტუმრო „HOLIDAY INN TBILISI“ აცხადებს ვაკანსიას მასაჟისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ძირითადი მოვალეობები:
- გამაჯანსაღებელი ცენტრის სტუმრების მიმართ კეთილგანწყობის გამოჩენა;
- სრული და ამომწურავი ინფორმაციის ფლობა გამაჯანსაღებელი ცენტრის მიერ შეთავაზებულ ყველა მომსახურებაზე/სერვისზე;
- სტუმრისთვის ინფორმაციის გაზიარება ყველა არსებულ მომსახურებაზე/სერვისზე და შესაბამისად კონსულტაციის გაწევა აღნიშნულთან დაკავშირებით;
- მასაჟის ოთახის და ინვენტარის მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა, მათ შორის ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- მასაჟისთვის საჭირო საშუალებების ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენება;
- მასაჟისთვის საჭირო ნივთებისთვის /მასალისთვის, მათ შორის თეთრეულისთვის, კოსმეტიკური საშუალებებისა და სპა პროდუქციის მარაგისთვის მონიტორინგის გაწევა, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მიღება;
- სხვა მოქმედებების განხორციელება, რასაც მოითხოვს შესაბამისი სტანდარტები/კანონმდებლობა დასაქმებულების/მესამე პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და/ან დამსაქმებლისა და მესამე პირების ქონების უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- დაზღვევას;
- კვებას;
- ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე: https://wrk.ge/XZDgquaesZ
კომპანია (შპს „აჭარა ჯგუფი“; ს/კ:404676169) დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.
კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ მოგვმართოთ: recruitment@adjaragroup.com
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით დაადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სხვა
სილამაზე / ესთეტიკური მედიცინა
მასაჟის თერაპია
ნახვები
უნიკალური ნახვები
