დღეს - 30 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 1-დან 2 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
კომპანია FK Development აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
"FK Development“ არის ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის საერთაშორისო სტანდარტების, ინოვაციურ და მაღალი ხარისხის საცხოვრებელ პროექტებს საქართველოში.
„Tonino Lamborghini Tower Batumi“ — მსოფლიო ბრენდის Tonino Lamborghini-ს სახელით შექმნილი პრემიუმ კლასის ბრენდირებული რეზიდენცია ბათუმში, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, ინოვაციური კონცეფციითა და საერთაშორისო ხარისხის უმაღლესი სტანდარტებით.
გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ ენერგიულ, ამბიციურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს, მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო მასშტაბის პროექტის განვითარებაში და შეძლებს კარიერულ და პროფესიულ ზრდას დინამიკურ სამუშაო გარემოში.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების პროფესიონალური კონსულტაცია და პროექტის სრულყოფილი პრეზენტაცია
- გაყიდვების პროცესის მართვა პირველადი კომუნიკაციიდან გარიგების წარმატებით დასრულებამდე
- შეხვედრების, პრეზენტაციებისა და პროექტის დათვალიერების ორგანიზება
- კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება
- CRM სისტემაში მონაცემების დროული და ეფექტური მართვა
- გაყიდვების ინდივიდუალური და გუნდური მიზნების შესრულება
- ბაზრის ტენდენციების მუდმივი ანალიზი
- კომპანიის მომსახურების მაღალი სტანდარტებისა და ბრენდის ღირებულებების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება
- უძრავი ქონების სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
- ინგლისური და/ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა
- მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და გაყიდვების ძლიერი უნარები
- ეფექტური კომუნიკაციისა და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- MS Office-ისა და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას
- მაღალ საბონუსე და საკომისიო სისტემას
- პროფესიულ ტრენინგებსა და უწყვეტ კარიერულ განვითარებას
- თანამედროვე, დინამიკურ და საერთაშორისო სტანდარტების სამუშაო გარემოს
- შესაძლებლობას იმუშაოთ მსოფლიო ბრენდის Tonino Lamborghini-ს სახელით განხორციელებულ გამორჩეულ დეველოპერულ პროექტზე
- პროფესიონალთა გუნდთან თანამშრომლობას და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: info@fkdevelopment.ge.
თემის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი"
ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
