31 ივლ - 29 აგვ
საწყობის აღრიცხვის ოპერატორი / შეკვეთების ადმინისტრატორი
თბილისი, ზაჰესი, პლატინის ქ.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება, აღრიცხვა, მარაგების მართვა/აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სატრანსპორტო საშუალებები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, დოქტორი
  • ენები: ქართული
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:


ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიებს საწყობის უფროსი აღრიცხვის ოპერატორის/აღრიცხვის ოპერატორის და შეკვეთების ადმინისტრატორის პოზიციებზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი ზაჰესი პლატინი ქ2;
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00.

საწყობის უფროსი აღრიცხვის ოპერატორის ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობის შეუფერხებლი და გამართული მუშაობა;
  • მტვირთავებისთვის და აღრიცხვის ოპერატორებისთვის შესაბამისი დავალებების მიცემა;
  • საწყობში სისუფთავის დაცვა;
  • მოწოდებულ საქონელში დანაკლისის, მეტობის, მექანიკური დაზიანების აღმოჩენა და უფლებამოსილ პირზე ინფორმაციის მიწოდება;
  • სამუშაო დღის ბოლოს, შესრულებული შეკვეთების და მიღებული პროდუქციის რაოდენობის 1C პროგრამასთან შედარება, უზუსტობის შემთხვევაში მიზეზის მოკვლევა და გასწორების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია საწყობში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია 1C ან მსგავს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

აღრიცხვის ოპერატორის ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობში მიღებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა;
  • საწყობში მიღებული პროდუქციის მიღება;
  • ფილიალებიდან მიღებული შეკვეთების აღრიცხვა;
  • პროდუქციის განაწილება მიწოდების აგენტებისთვის;
  • წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია საწყობის ან/და აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამებში მომხმარებლის დონეზე მუშაობის გამოცდილება.

შეკვეთების ადმინისტრატორის ძირითადი მოვალეობები:
  • სამუშაო დღის მანძილზე შესრულებული ტრანზაქციების გადამოწმება;
  • რეალიზაციის დოკუმენტის საფუძველზე საწყობისთვის ინფორმაციის მიწოდება შეკვეთის მოგროვებაზე;
  • ქოლ-ცენტრის შეკვეთების კონტროლი;
  • ფილიალებს შორის პროდუქციის გადაადგილების კონტროლი;
  • ფილიალების მიერ მოწერილი სხვაობების კონტროლი და შესაბამის მეილებზე პასუხის გაცემა;
  • ცეტრალური საწყობიდან გაგზავნილი დოკუმენტების კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია საწყობში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია 1C ან მსგავს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია Microsoft Excel-ისა და Outlook-ის პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებასგამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)ღილაკის საშუალებით.

გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება,
აღრიცხვა,
მარაგების მართვა/აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები