დღეს - 28 აგვ
ვიპ
საკრედიტო ოფიცერი
ბათუმი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: express.capital.plus@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
საკრედიტო ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):საბანკო
საკრედიტო ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
თუ თქვენ ხართ ენერგიული, შრომისმოყვარე, დისციპლინირებული და კეთილსინდისიერი მაშინ “მისო ექსპრეს კაპიტალ +”-ი როგორც თავის პოტენციურ თანამშრომლებს, გთავაზობთ ბიზნეს პლატფორმას, სადაც თქვენ შეძლებთ აწარმოოთ კომპანიის პროფილით საქმიანობა და ამავდროულად მიიღოთ სრულად თქვენს მიერ გაწეული შრომის პროპორციული ანაზღაურება.
მისო ექსპრეს კაპიტალ +” -ი თავის საკრედიტო ოფიცრებს მიიჩნევს პარტნიორებად და მთელ მის მომოვალს უკავშირებს მათ.
დასაქმდით ჩვენთან და
გახდით ჩვენი პარტნიორი და მიიღეთ სამართლიანი ანაზღაურება.
რა იგულისხმება მომავლის დაკავშირებაში?
საკრედიტო ოფიცერი, რომელიც მუდმივად შეინარჩუნებს 500000 ლარის საკრედიტო პორტფელს და დააკმაყოფილებს ორგანიზაციის კორპორატიულ მოთხოვნებს ის ოფიციალურად გახდება ორგანიზაციის 1%-იანი წილის მფლობელი.
შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია express capital + არის საფინანსო კომპანია , რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს express capital + უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.
express capital + გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე:
საკრედიტო ოფიცერი - თბილისი / ბათუმი
ფუნქციები და მოვალეობები:
- საკრედიტო ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
- კლიენტების მოძიება და მოზიდვა (მოიცავს საველე პირობებში მუშაობას)
- საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება;
- პოტენციური კლიენტისათვის სესხის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
- საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის გადაგზავნა;
- საკრედიტო პორთფელის ხარისხის მართვა;
- მიმდინარე ვადაგადაცილებულ კლიენტებთან ვიზიტი თანხის გადახდევინების მიზნით;
- პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა. სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მოლაპარაკების წარმოება;
- ნაღდი ფულის მიღება;
- მატერიალური პასუხისმგებლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე ბიზნესის დაკრედიტების გამოცდილებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
- გამართული მეტყველება;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
- კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
- პრინციპულობა და შეუპოვრობა მუშაობაში;
- სისხარტე მუშაობაში;
- ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
ჩვენ გთავაზობთ :
- სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე ორშაბათი-პარასკევი 10:00 სთ- 18:00 სთ; შაბათი 10:00-14:00
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (წარმატებული შედეგების მიხედვით შესაძლოა საგამოსაცდელი ვადა დასრულდეს 1 თვეში);
- ანაზღაურება: 2000 ლარი (გამოსაცდელი ვადის პერიდოში დადგენილი გეგმის შესრულების პროპორციულად) + მოქნილი ბონუსი;
- კორპორატიული ულიმიტო სასაუბრო მობილურის ნომერი;
ჩვენ გთავაზობთ :
- დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად
- სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში.
- პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას
გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV შემდეგ საფოსტო მისამართზე: express.capital.plus@gmail.com
P.S. განაცხადი არ განიხილება თუ:
1.არ იქნება აპლიკანტის ფოტოსურათი;
2.განაცხადში არ იქნება მითითებული აპლიკანტისათვის მისაღები მინიმალური ხელფასი.
3.ასევე, ტექსტში მიუთითეთ თქვენი აზრით თვეში საშუალოდ რამდენი პოტენციური მსესხებელის მოზიდვას შეძლებთ?
საბანკო
საკრედიტო ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
