დღეს - 29 აგვ
ვიპ CV
ექსპერტ-კონსულტანტი
თბილისი, საბურთალო, ქავთარაძის ქ.
თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.
თბილისი, მთაწმინდა, რუსთაველის გამზ.
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 800(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური,რუსული
Game Zone აცხადებს ვაკანსიას ექსპერტ-კონსულტანტის პოზიციაზე
გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და შეგიძლია მათთვის სწორი არჩევანის გაკეთებაში დახმარება?
მაშინ შემოუერთდი Game Zone-ის გუნდს და აქციე შენი ინტერესი პროფესიულ გამოცდილებად.
Game Zone — 2010 წლიდან სათამაშო კონსოლებისა და ვიდეოთამაშების სპეციალიზებული მაღაზიათა ქსელი საქართველოში და Sony PlayStation-ის ოფიციალური პარტნიორი — გიწვევს გეიმინგ ექსპერტის პოზიციაზე.
პოზიცია: ექსპერტ-კონსულტანტი
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი — 800 ₾;
- გეგმის შესრულების ბონუსი — 400 ₾ + დამატებითი მზარდი ბონუსი ზედა ზღვრის გარეშე.
სამუშაო გრაფიკი
სრული განაკვეთი;
კვირაში 4 სამუშაო დღე;
კვირაში 3 დასვენების დღე.
Game Zone-ში მუშაობისას:
- მუდმივად გექნება წვდომა მსოფლიო გეიმინგ ინდუსტრიის სიახლეებზე;
- გაეცნობი ახალ თამაშებს, კონსოლებს, გეიმინგ კომპიუტერებსა და აქსესუარებს;
- შენს ხელში გაივლის ბაზარზე წარმოდგენილი ახალი გეიმინგ პროდუქცია;
- მიიღებ პროდუქტის მახასიათებლებისა და გაყიდვების მიმართულებით საჭირო ცოდნას;
- განივითარებ კომუნიკაციის, კონსულტაციისა და გაყიდვების უნარებს;
- იმუშავებ გარემოში, სადაც შენი ინტერესი გეიმინგისადმი პროფესიულ უპირატესობად იქცევა;
- გექნება შედეგზე დამოკიდებული, ზედა ზღვრის გარეშე მზარდი შემოსავლის შესაძლებლობა.
გაქვს კრეატიული იდეები? სურვილის შემთხვევაში, შეძლებ ციფრული მარკეტინგის გუნდთან ერთად ჩაერთო Game Zone-ის მარკეტინგულ აქტივობებში და მონაწილეობა მიიღო საკუთარი ფილიალის ვიდეოკონტენტის დაგეგმვასა და შექმნაში.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
- თამაშების, კონსოლების, გეიმინგ კომპიუტერებისა და აქსესუარების შესახებ კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებლისთვის პროდუქტის მახასიათებლების, საგარანტიო პირობებისა და მიმდინარე აქციების გაცნობა;
- პროდუქციის საცალო რეალიზაცია;
- სალარო აპარატთან და სასაწყობე პროგრამასთან მუშაობა;
- ახალი პროდუქციის მიღებასა და სავაჭრო სივრცეში სწორად განთავსებაში მონაწილეობა;
- პროდუქციაზე ფასის ნიშნების არსებობისა და სისწორის კონტროლი;
- სავაჭრო სივრცეში წარმოდგენილი პროდუქციის მდგომარეობის მონიტორინგი;
- კომპანიის აქციებსა და სხვადასხვა კამპანიაში მონაწილეობა;
- მომხმარებლის მომსახურება კომპანიაში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად.
ვის ვეძებთ?
კანდიდატს, რომელიც:
- ინტერესდება გეიმინგით, ტექნოლოგიებითა და ახალი პროდუქტებით;
- სწრაფად ითვისებს ახალ ინფორმაციას;
- შეუძლია მომხმარებლის საჭიროების მოსმენა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
- მარტივად და გასაგებად გადმოსცემს ინფორმაციას;
- არის კომუნიკაბელური, თავაზიანი და პასუხისმგებლიანი;
- არის ორგანიზებული და დისციპლინირებული;
- შეუძლია გუნდთან შეთანხმებულად მუშაობა;
- ორიენტირებულია როგორც მომხმარებლის კმაყოფილებაზე, ისე შედეგზე.
უპირატესობად ჩაითვლება:
- სათამაშო კონსოლების, ვიდეოთამაშების, გეიმინგ კომპიუტერების ან აქსესუარების ცოდნა;
- გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- Word-ისა და Excel-ის საბაზისო ცოდნა;
- უმაღლესი განათლება.
გაყიდვების გამოცდილება და გეიმინგის სიღრმისეული ცოდნა სასურველია, თუმცა არა სავალდებულო.
მთავარია, გქონდეს ინტერესი, სწავლის სურვილი და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი.
სამუშაო ლოკაციები:
- სითი მოლი საბურთალო — პეტრე ქავთარაძის №1;
- ჰოუმ მარტი ვაკე — ილია ჭავჭავაძის №37ლ;
- გალერია თბილისი — შოთა რუსთაველის გამზირი №2/4.
ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა?
გამოგვეხმაურე განცხადებაზე „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით და შემოუერთდი Game Zone-ის გუნდს.
შპს "Game Zone" - ის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "Game Zone" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "Game Zone" - ის მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
წარმატებას გისურვებთ!
გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა,
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 1
