29 ივლ - 20 აგვ
მერჩანტების მოზიდვის მენეჯერი
თელავის მუნიციპალიტეტი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას მერჩანტების მოზიდვის მენეჯერის პოზიციაზე.

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

პოზიციის მიზანი:
რეგიონში ახალი მცირე და საშუალო მერჩანტების მოზიდვა, პარტნიორთა ქსელის გაფართოება და სტრატეგიული თანამშრომლობების განვითარება საგანვადებო პროდუქტების გაყიდვების გაზრდის მიზნით.

სამუშაოს აღწერა:
  • რეგიონის ჭრილში ბაზრის ანალიზი და პოტენციური მერჩანტების იდენტიფიცირება;
  • პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული პირობების შეთანხმება და თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
  • კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად ახალი მერჩანტი პარტნიორების იდენტიფიცირება, მოძიება და მოზიდვა;
  • ახალი პარტნიორების მოზიდვა, ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის კოორდინაცია და მერჩანტ მენეჯმენტ მოდულში რეგისტრაცია;
  • მერჩანტების გაყიდვების პოტენციალის შეფასება;
  • მერჩანტებისთვის კომერციული პირობების მომზადება და შეთავაზება;
  • მერჩანტებთან ინდივიდუალური თანამშრომლობის პირობების შეთანხმება;
  • ოფლაინ, ონლაინ და ქიფსი არხების მერჩანტებში გააქტიურება;
  • მერჩანტების ჩართულობის გაზრდა სხვადასხვა კამპანიასა და აქტივობაში;
  • გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ლოკალურ დონეზე განვადების გაყიდვების გაზრდის მიზნით;
  • მერჩანტებთან დაკავშირებული პრობლემების, საჩივრებისა და საოპერაციო საკითხების ეფექტური მართვა;
  • რეგიონის ჭრილში არსებული პოტენციური მერჩანტების ათვისება.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
  • ბაკალავრის დიპლომი ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე, ხოლო ექსელის სრულყოფლად ცოდნა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის გამართული უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ფოკუსირება;
  • დროის ეფექტური მართვა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 19 აგვისტო, 2026 წელი.

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი

გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ნახვები
უნიკალური ნახვები