29 ივლ - 13 აგვ
პრობლემური სესხების ოპერატორი / Soft Collector
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო ვადაგადაცილებული სესხების მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: რუსული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პრობლემური სესხების ოპერატორი (Soft Collector)

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: პრობლემური სესხების ოპერატორი (Soft Collector)
სამუშაო ადგილი: თბილისი

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.

საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

პოზიციის მიზანი:
პრობლემური სესხების ოპერატორის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ გაცემული ერთიდან 30 დღის ჩათვლით გაპრობლემებური სესხების ადმინისტრირება/ამოღება და სესხების დაფარვის/გადახდის მიზნით, ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად, მსესხებლებთან/თავდებებთან/გარანტორებთან ორგანიზაციის სახელით ურთიერთობა.

სამუშაოს აღწერა:
  • ვადაგადაცილების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია ვადაგადაცილებული/გაპრობლემებული სესხის დაფარვის უზრუნველსაყოფად;
  • ბანკის ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ უშუალო ხელმძღვანელი პირის წერილობითი თანხმობით, კლიენტისთვის ვადაგადაცილებულ და პრობლემურ სესხებზე რესტრუქტურიზაციის შეთავაზება, ხელსაყრელი პირობებით;
  • მიმდინარე ვადაგადაცილებულ/პრობლემურ სესხებზე გადახდის ეფექტური განრიგის (მაგრამ არაუმეტეს გადაუხდელი პირველი შენატანის გადაცილების დღიდან 29 კალენდარული დღიანი განრიგისა) შედგენა მომხმარებლისთვის;
  • საქმიანობის კოორდინირება მიმდინარე ვადაგადაცილებული აქტივების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან;
  • პირველი დღიდან 30 დღის ჩათვლით, მასზედ გადაწერილი ვადაგადაცილებული და გაპრობლემებული სესხების პორტფელის მართვა და ინტენსიური მონიტორინგი;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება);
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად:
  • სასურველია პრობლემური სესხების ოპერატორად, პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე);
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 12 აგვისტო, 2026 წელი
შეავსე აპლიკაცია, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
საბანკო
ვადაგადაცილებული სესხების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები