28 ივლ - 26 აგვ
ფინანსური ანალიზის სპეციალისტი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური ანალიზი, ფინანსური აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება განახლებადი ენერგიები და გარემო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური ანალიზი, ფინანსური აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    წარმოება განახლებადი ენერგიები და გარემო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ინგლისური
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სს „წყალი მარგებელი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიზის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია - მოვალეობები:
  • წლიური და კვარტლური ფინანსური ანგარიშების მომზადების, გადამოწმებისა და შესაბამისი პროცესების თანამონაწილეობა საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) დაცვით;
  • ფინანსური მონაცემების გადამოწმება, საჭიროებისამებრ კორექტირებების შეტანა და თანმდევი დოკუმენტაციის სისტემატიზაცია;
  • საგარეო აუდიტორებთან და საკონსულტაციო კომპანიებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა, მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება და პროცესის მხარდაჭერა;
  • ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ბიუჯეტირების პროცესის ასისტენტირება და ფინანსური მონაცემების ერთიან სისტემაში კონსოლიდაცია;
  • დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების უწყვეტი მონიტორინგი, ფაქტობრივ და დაგეგმილ მაჩვენებლებს შორის გადახრების ანალიზი და პერიოდული რეპორტინგი;
  • ფინანსური და ოპერაციული ინდიკატორების მოძიება, დამუშავება და სიღრმისეული ანალიზი მმართველობითი ანგარიშგებებისა და მენეჯმენტის მიერ გადაწყვეტილებების მიღების მხარდასაჭერად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება);
  • აუცილებელია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანალიტიკის, რეპორტინგის ან/და მსგავსი მიმართულებით (Big 4- ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • აუცილებელია ფინანსური აღრიცხვის პრინციპებისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS) ცოდნა;
  • ACCA-ს პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მოდულის/გამოცდის წარმატებით დასრულება ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS office (Excel მაღალ დონეზე);
  • ინგლისური ენა B2-C1;

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები;
  • შეზღუდულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი,
ფინანსური აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები